შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 80 / 262
დასალევ-ი
მოსასპობი, დასაღუპავი. =„კაცს ნუ მიკლავთ თქვე დასალევნო!“ („ტყის კომედია“, მოქმ. I; გამოსვ. I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
დასანაბრებ-ი
დასაყრდნობი. =მხარში ამოსადები და ტანის დასანაბრები ყავარჯენი უძმოს ძმას ძმობილმა როსტიამ გაუკეთა („უძმოს-ძმა“, II). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
დასანსალებ-ს
დალასლასებს. =ფრინველი. თითო-ოროლა თუ სადმეღა დასანსალებდა. ისიც ფერდფერდზე გაკრული შიმშილ-წყურვილით („ზაფხულის სიზმრები“, II). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
დასაფქავ-ი
(გადატ.) სათქმელი, სალაპარაკო. =გულში ბევრია საფქავი, არ მინდა დასაფქავადა („თუნდა ამოდი...“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
დასაყვირ-ი:რა დასაყვირია
რა სალაპარაკოა, რა გასაკვირია. =სიუხვე მეფეებისა ან-კი რა დასაყვირიან („ეთერი“, VII);; ხელმოკლეობა ჩიტისა ან-კი რა დასაყვირია! („მზეწვია“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
დასაყიალად
საყიალოდ; სათარეშოდ. =(კლდე) იქცეს მის მდინარის) ტყლაპად, სათელად, მის ტალღთა დასაყიალად („კლდე და მდინარე“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. [სრულად »»]
დასაცილ-ი
დაცინვა. =„შენ დასაცილი რას გავნებს, ბიძაის კაცო, ნუ იწყენ!“ („შობის წინა-ღამე ტყეში). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
დასეირობ-ს
დასეირნობს =„თუ ძალიან მოგეწყინა, მე თვითონ წაგიყვან, განა მართლა მე-კი არ დავსეირობ ვენახებში“ („დიდებ. საჩუქ.“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
დასვამ-ს:ცარიელზე დასვამს
ყველაფერს წაართმევს ან მოჰპარავს. =„დამსვა ცარიელზე იმ ღვთისაგან წყეულმა“ („ტყის კომედია“, მოქმ. I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
დასტურ-ი
ხატის მსახური (დღეობების დროს ლუდის დამამზადებელი სხვა საქმეების შემსრულებელი, სოფლიდან დასტურებს ირჩევდნენ მორიგეობით). =ხევისბერის თანაშემწე არის დასტური, რომელიც მოვალეა, სასმელ-საჭმელი [სრულად »»]
დასტურობა
ხატის მსახურად მუშაობა. =„ჩემს დასტურობაში... იმათ იმდენი არ ვასმიე, რამდენიც თავად ჰნებავდათ“ (ვარ) („ცრუ-ციხელა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
დასუდრავ-ს:აგრემც დამსუდრავ
იტყვიან მოფერებისას - გენაცვალე, შენი ჭირიმე. =„მგელავ, ჰა, მგელავ! ნურცა წამიხვალ, აქ ამაიარე, აგრემც დამსუდრავ, აქა!“ („სურათი ფშავლის ცხოვრებიდამ“). =ვაჟა-ფშაველას მცირე [სრულად »»]
დასუნსულებ-ს
სუნსულით, ყნოსვაყნოსვით დადის (ფიგურ.) =(დიაკვანი) იღლიაში ჯოხამოჩრილი დასუნსულებდა სოფელში („სადიდმარხვოდ“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. [სრულად »»]
დასწვრივ
ზემოდან ქვემოთკენ სწორად, პირდაპირ ქვემოთ. =არწივის დასწვრივ ჯაგშია შიშით კურდღელი დნებოდა („კუ და კურდღელი“) =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. [სრულად »»]
დასხამ-ს
დადებს ბევრს, დააწყობს; ბევრს დასვამს =ვირი მოგებაზე წავიდა, ყურებიც იქ დასხაო („ფშაველი და...“, XI).; კაცებს დასხამს - სადაო საკითხის გადასაწყვეტად ადათ-წესების მცოდნე პირებს მოიწვევს.; [სრულად »»]
დატანება
რამესთან ერთად ქონა. =ლომის წესია ალერსი, თან დატანება რიხისა („მეჯლისი ლომისა“, II). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
დატანებულ-ი
რაც რასმე ახლავს, რაშიმე ჩართული. =ჩამოდნეს მთებაზე თოვლი, აბიბინდეს ყვავილები, ხშირ ბალახებში დატანებულები (ვარ.) ("პატარა მწყემსი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
დატევებ-ა
შეტევა, მივარდნა. =(არწივს) ერთის დატევების მეტი კი არ მოუნდებოდა, რომ მთლად ბურნუთად ექცია ფრინველთა ბრბო („ჩხიკვთა ქორწილი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
დატევებულ-ი
ვინც შეუტია, ვინც მიუვარდა =ნადირობაში შაეჭრა ვეფხვსა მამაცი ტოტია, ჯიხვისად დატევებულსა, იქ, სად:ც ქვა და ლოდია („დაჭრილი ვეფხვი"). იხ. აგრეთვე: დანატევებ-ი =ვაჟა-ფშაველას მცირე [სრულად »»]
დატეშავ-ს
დარეგვავს. =ასტყდა ელვა და ქუხილი, წვიმამ დატეშა გორები („კოპალა“, V). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9