შერჩეული ტერმინები: 3,919 გვერდი: 55 / 196
ვართაგავა იპოლიტე პეტრეს ძე
(1872-1967)ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სემინარია, ყაზანის სასულიერო აკადემია, პედაგოგად მუშაობდა სიმფეროპოლის სას. სემინარიაში, თბილისის სხვადასხვა [სრულად »»]
ვარიეტე
მსუბუქი ჟანრის, ე· წ. „მცირე ფორმის“ თეატრი, რომლის სპექტაკლში შეხამებულია სასცენო ხელოვნების სხვადასხვა სახეობა. =სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე [სრულად »»]
ვარსამი
დალაქი.(ქ. მწ.) =„მხამს გიტყებდე (უნდა გტიროდე) მეფის ბიღით, ვარსამისა სავსე მჯიღო.“ („ქართლის ჭირი“ - დ. გურ.). =სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [სრულად »»]
ვარშამანგი
ტიარა, ერთგვარი ქუდია მღვდელთმთავართა. (ქ. მწ.) =„ციმციმებდნენ ვარშამანგის ალმასები“ („დიდოსტატის მარჯვენა“ - კ. გამს.). =სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო [სრულად »»]
ვარცლი
ცომის მოსაზელი ხის ჭურჭელი, მოგრძო და ღრმა, ორივე მხარეს წაშვერილი თავი აქვს. მ. შეიძლება მთლიანი მორისაგან იყოს გამოთლილი ან ნაჭრებისაგან შეკრული. ვ.- ის ხის საფარებელს ორომი ეწოდება. ვ.- [სრულად »»]
ვარძია
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი. XII-XIII ს. ს. ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი; მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რ-ნში, მ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. სამონასტრო ანსამბლი შეიქმნა [სრულად »»]
ვასალი
შუა საუკუნეებში დას. ევროპაში მემამულე, ფეოდალი, რომელიც დამოკიდებული იყო სხვა, უფრო მსხვილ ფეოდალზე (სიუზერენზე) ◊ ვისიმე ხელქვეითი, დამოკიდებული პირი; დამოკიდებული [სრულად »»]
ვატიკანი
კათოლიკური ეკლესიის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი; ამ ეკლესიის მეთაურის - რომის პაპის რეზიდენცია. წარმოადგენს ცალკე სახელმწიფოს ქ. რომის ცენტრში (ტერიტორია 44 ჰა, მოსახლეობა - 1000 სული). [სრულად »»]
ვაშკარანი
ესე ზოგადი სახელი არის ყოველთა შთასადებელთა: გვალაგთა, ტომარათა, ველავარკთა, მანდიკთა, მახალთა, მახალაკთა, შულდაკთა, ხალთასა, ჩახვსა, ბალანტსა. =„ჭურჭელი“ „მელქისედეკმა ჯვარის მტვირთველს [სრულად »»]
ვაცი
მამალი თხა.(საბა) =სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ვახტანგ I გორგასალი
(დაახლ. V ს, 40-იანი წწ. - 502 წ.) (ქსე) ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. „გორგასალი“ (სპარსულად „მგლისთავა“) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული. იბრძოდა [სრულად »»]
ვახტანგ VI
(1675-1737) (ქ. მწ) სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი. აღიზარდა მდიდარ კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციების სამეფო კარზე მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სულხან-საბა [სრულად »»]
ვახტი
მორიგეობა გემზე. ენთუზიაზმით მუშაობა რისამე აღსანიშნავად. =სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - [სრულად »»]
ვახუშტი ბატონიშვილი(ბაგრატიონი)
იხ. აგრეთვე: ბაგრატიონი (ბატონიშვილი) ვახუშტი =სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; [სრულად »»]
ვახში
სესხის მეტად დიდი სარგებელი ან სარგებლის სარგებელი. =„ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი მაგათ არ ემართათ და ვახში“ („კაცია-ადამიანი?“ - ი. ჭავჭ.). იხ. აგრეთვე: მევახშე =სასკოლო [სრულად »»]
ვეზირი
ვაზირი, მინისტრებისა და დიდმოხელეთა ტიტული მრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში. გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში სულ 6 ვ. იყო: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, [სრულად »»]
ვენერა
რომაულ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი. ◊ დედამიწასთან ყველაზე უფრო ახლო მყოფი პლანეტა. ჩვეულებრივ ჩანს გათენებისას და მზის ჩასვლის შემდეგ, როგორც კაშკაშა [სრულად »»]
ვენერა მილოსელი
ბერძენთა აფროდიტეს ზუსტი რომაული ასლი. მწერლობაში და ხელოვნებაში მათ არც კი არჩევდნენ: ზოგი ვენერას უწოდებს, ზოგი - აფროდიტეს. აქედანვეა ვენერიული სნეულებები. ვენერას ბრწყინვალე ტორსი რომის [სრულად »»]
ვერლენი პოლ
ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის წარმომადგენელი, განათლებით იურისტი. პირველივე ლექსში „ბატონი პრუდომი“ უკვე შეინიშნებოდა ბურჟუაზიული ცხოვრებისადმი სიძულვილი, რამაც განაპირობა ბოჰემური [სრულად »»]
ვერლიბრი
ლექსის ერთერთი სახეობაა .აგებულია უპირატესად ინტონაციურ საფუძველზე და ყურადღება არ ექცევა ტაეპში მარცვალთა რაოდენობასა და მახვილს. თავისუფალი ლექსი, ქართულ პოეზიაში ვერლიბრის კლასიკური [სრულად »»]
სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9