შერჩეული ტერმინები: 1,323 გვერდი: 27 / 67
იკონოგრაფია
(„გამოსახულება“, „ვწერ“) მითოლოგიური, ისტორიული პერსონაჟებისა და სცენების გამოსახვის ტრადიციულად დადგენილი სისტემა. ის, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, სახვითი ხელოვნების გამოსახულებათა [სრულად »»]
იკორთა (1172 წ.)
ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალიდან აღმოსავლეთით, სოფ. იკორთის განაპირას. აქ დაკრძალული არიან კახეთის აჯანყების (1659 წ.) ხელმძღვანელები: ბიძინა [სრულად »»]
ილარიონ იერუსალიმელი (IX ს.)
უბისის მონასტრის პირველი წინამძღვარი. წმ. გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. [სრულად »»]
ილარიონ კანანახი (X ს.)
დიდებული, აღდგომისა დიაკონი - ასეა მოხსენიებული გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [სრულად »»]
ილარიონ პარეხელი (IX – X სს.)
განდეგილი, მწიგნობარი, რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე, რომ მას წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერაც კი შეეფერებოდა. მისი ლიტერატურული მოღვაწეობიდან ჩვენამდე არაფერს მოუღწევია. [სრულად »»]
ილარიონ ქართველი (822 – 882 წწ.)
სასულიერო მოღვაწე, ღირსი საკვირველთმოქმედი მამა, ბიზანტიაში (ბითვინიის ოლიმპოზე და კონსტანტინეპოლის მიდამოებში) ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციის ფუძემდებელი, საქართველოში რამდენიმე [სრულად »»]
ილარიონ წყაროსთაველი (IX ს.)
წყაროსთავის მონასტრის დამაარსებელი და წინამძღვარი, ქართლის კათოლიკოსი; თავდაპირველად მოღვაწეობდა მიძნაძორის მონასტერში, იყო დავით მიძნაძორელის მოწაფე. გიორგი მერჩულე მას წყაროსთავის [სრულად »»]
ილარიონი (IX ს.)
ქართლის კათოლიკოსი, მოღვაწეობდა მიძნაძოროს მონასტერში (ისტორიული კლარჯეთი), იყო დავით მიძნაძორელის მოწაფე, აგრეთვე – წყაროსთავის მონასტრის მაშენებელი და წინამძღვარი. ◊ [სრულად »»]
ილარიონი (VI ს.)
გარეჯის უდაბნოში მოღვაწე წმ. მამა; ასურელ მამათა „ცხოვრების“ მიხედვით, მან განავრცო და აკურთხა ახლადმონათლული აზნაურის, ბუბაქრის, მიერ აგებული ეკლესია, რომელშიც წმ. მამა დავით [სრულად »»]
ილარიონი (VII ს.)
მოძღვარი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. [სრულად »»]
ილარიონი (XI ს.)
სასულიერო მოღვაწე ანტიოქიის მახლობლად, თუალის მონასტერში; თავდაპირველად მოღვაწეობდა ხახულში და იყო წმ. გიორგი მთაწმიდელის „პირველი მოძღვარი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ“. =ქართული [სრულად »»]
იმერეთი
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარე. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტერმინი „იმერეთი“ მომდინარეობს „იბერების“ სატომო სახელიდან. XV ს. II ნახევრიდან იმერეთი [სრულად »»]
ინდიკტიონი
წელთაღრიცხვის ერთგვარი სათვალავი ქრისტიანულ ქვეყნებში. ცნობილია დიდი და მცირე ინდიქტიონი. მცირე ინდიქტიონი 15-წელიწადიანი ციკლია, რომელიც აღირიცხება 7 სექტემბრიდან, ხოლო დიდი ინდიქტიონი [სრულად »»]
ინდნი
ინდოელები; სამხრეთ აზიაში, კერძოდ ინდოეთში, მცხოვრებნი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა [სრულად »»]
იოაკიმე მღვდელმონაზონი (XVIII ს.)
გარეჯელი ბერი, 1775 წ. ლეკებმა გარეჯის მონასტერი დაარბიეს და რამენიმე ბერი გაიტაცეს, მათ შორის: მღვდელმონაზონი მაქსიმე და იოაკიმე, მონაზონი ონოფრე და კიდევ 4 კერძო დიაკონი. ამის [სრულად »»]
იოანათან
იონათან ხასმონელი, ბიბლიური პერსონაჟი, მატათია ხასმონელის უმცროსი ვაჟი; მამასთან და ძმებთან ერთად სელევკიდების იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა იუდეის აჯანყების დასაწყისიდანვე. იუდა მაკაბელის [სრულად »»]
იოანე (VI ს.)
წმინდა ბერი, მოხსენიებულია წმ. ასურელ მამათა „ცხოვრებანში“, როგორც ნიშებშემოსილი, დიდი მნათობი მონაზონთა. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [სრულად »»]
იოანე (VIII ს.)
ძე წმ. არჩილ მეფისა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, [სრულად »»]
იოანე (XII – XIII სს.)
ძმა შალვა ახალციხელისა (ერისთავისა); მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [სრულად »»]
იოანე (XVIII ს.)
იეროდიაკონი, წმ. ონისიფორეს უმცროსი ძე, მოხსენიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისოფორეს ცხოვრებაში“. ◊ მეფის მოძღვარი, გაბრიელის ძე; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის [სრულად »»]
ქართული აგიოგრაფიის (IV-XVIII სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9