შერჩეული ტერმინები: 1,323 გვერდი: 9 / 67
აწყური
აწყვერი // აწყუერი, სოფელი ახალციხის რაიონში, ვაკე ტერასაზე, მტკვრის ორივე ნაპირას, მდ. აბანოსღელის შესართავთან; ძველად სოსანგეთი ერქვა. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) [სრულად »»]
აწყურის საეპისკოპოსო
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დიდი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში. სავარაუდოდ, შეიქმნა V საუკუნეში. აწყურის ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო მონაწილე 506 წ. დვინის საეკლესიო კრებისა, რომელსაც [სრულად »»]
ახალდაბა
სოფელი ტაშისკართან, ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“: „მოიწივნენ ტასისკარს და ჴიდსა ზედა ახალდაბისასა“. [სრულად »»]
ახალი აღთქმა
საღვთო წიგნების კრებული, „ბიბლიის“ ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“, ანუ 4 სახარება წმინდა მახარებელთა მათესი, [სრულად »»]
ახილესი
აქილევსი, ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის „ილიადის“ მთავარი პერსონაჟი, ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე პელევსისა და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ვაჟი. მოხსენიებულია ანტონ I [სრულად »»]
ახიორ
აქიორი, ბიბლიური პერსონაჟი, ბრძენი მრჩეველი, მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [სრულად »»]
ახმეტა
ქალაქი მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს; აქ მდებარეობს VI ს. სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც იყო წმ. ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი, აქვეა დარბაზული ეკლესია. თქმულების მიხედვით, თამარ [სრულად »»]
აჰმადა (VIII ს.)
აგიოგრაფიის პერსონაჟი, ამირა მუმნის ნათესავი; მოხსენიებულია წმ. შიო მღვიმელის მეცხრე სასწაულში. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. [სრულად »»]
აჰრონ
არონი // აარონი, ბიბლიური პერსონაჟი, ისრაიტელი, ისრაელიანების წინამძღვარი და მღვდელი, პირველი მღვდელმთავარი, ტომით ლევიტელი, წინასწარმეტყველი და წინამძღვარი. ის იყო მოსეს უფროსი ძმა და [სრულად »»]
ბაალი
ღვთაება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთისა (ქანანური ცივილიზაცია) და აფრიკის თითქმის ყველა ხალხი ეთაყვანებოდა. მოსეს რჯულის მიერ დაწესებული მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ამ კულტისადმი გულგრილნი არ [სრულად »»]
ბაბგენ
გეოგრაფიული პუნქტი, უნდა მდებარეობდეს სამცხეში, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. [სრულად »»]
ბაბილოვნი // ბაბილონი
(„ღმერთის კარიბჭე“) უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ქალაქმა მრავალი მძიმე განსაცდელი გადაიტანა: დაიპყრეს ხეთებმა, [სრულად »»]
ბაგრატ დიდი (X ს.)
ბაგრატ III ბაგრატიონი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975 – 1014 წწ., ბაგრატიონი, გურგენ მეფეთ-მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, დავით III კურაპალატის შვილობილი და [სრულად »»]
ბაგრატ ერისთავთერისთავი (X ს.)
ქართველი მწიგნობარი, ადარნასე კურაპალატის შვილი. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია, როგორც ეკლესიის მაშენებელი, საღმრთო წიგნების მაძიებელი და შემკრები. მას [სრულად »»]
ბაგრატ კურაპალატი (IX ს.)
ტაო-კლარჯეთის მთავარი (826 – 876 წწ.), ძე აშოტ I კურაპალატისა. დაახლოებით 830 წ. ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული. იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ბაგრატ [სრულად »»]
ბაგრატ შაროელი (VIII – IX სს.)
ადარნასე კურაპალატის ცოლის, ბევრეულის, მამა; მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა [სრულად »»]
ბაგრატოვანი
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. [სრულად »»]
ბაგრევანდი
ხევი (მხარე, კუთხე), ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია; ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა [სრულად »»]
ბაზარი
ქალაქი; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.): „შეიყარნენ ბაზარს, რომელი იყო მაშინ ქალაქი ენისელს შინა“. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ [სრულად »»]
ბაკთა
გეოგრაფიული პუნქტი, უნდა მდებარეობდეს სამცხეში, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“: „რამეთუ არს ესე შესაკრებელი ნადირთა ველისათა[ჲ] და „ბაკთა“ ეწოდების“. =ქართული [სრულად »»]
ქართული აგიოგრაფიის (IV-XVIII სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9