ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
შერჩეული ტერმინები: 65 გვერდი: 1 / 4
ეგვიპტე // ეგიპტე // ეგჳპტე
სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში; უჭირავს აფრიკის კონტინენტის ჩრდილო- აღმოსავლეთი ნაწილი და სინის ნახევარკუნძული (სამხრეთ-დასავლეთ აზია). სიტყვა ეგვიპტე წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან [სრულად »»]
ეგზეგეტიკა
(„განმარტება“) 1. მოძღვრება ეგზეგეზის შესახებ;2. ქრისტიანული მწერლობის დარგი, ბიბლიურ ტექსტთა ახსნა, თარგმანება;ალექსანდრიულმა სკოლამ დანერგა თარგმნის ალეგორიული მეთოდი, ანტიოქიური სკოლა კი [სრულად »»]
ეგნატე ღმერთშემოსილი (I ს.)
ეგნატე ანტიოქიელი, მღვდელმოწამე; დაიბადა სირიაში, იყო წმ. იოანე ღვთისმეტყველის მოსწავლე და, მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად აკურთხეს. ანტიოქიის მართლმადიდებელ [სრულად »»]
ეგრისი
ეგრი // ეგუერი, დასავლეთ საქართველოს ძველი ქართული სახელწოდება; წარმოდგება ეგრის ტომის სახელიდან. აქვს ორი მნიშვნელობა: ა) იგივეა, რაც კოლხეთი და ლაზიკა; ბ ) ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს [სრულად »»]
ეგრისის საერისთავო
ქართლის სამეფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული დასავლეთ საქართველოში. შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში ფარნავაზ მეფის მიერ, რომელმაც ეგრისის პირველ ერისთავად ქუჯი დანიშნა. ვახტანგ [სრულად »»]
ეგუტერი // ეკუტერი
(„სამლოცველო“) 1. ეკლესიის მოშორებით ცალკე აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა; ხატებით შემკული სამლოცველო;2. ეკლესიას მიდგმული საგვარეულო სასაფლაო, საძვალე. =ქართული [სრულად »»]
ედემი
ბიბლიის მიხედვით, ადამიანის პირველსამყოფელი, სადაც გაძევებამდე ცხოვრობდნენ ადამი და ევა. „ედემის“ ქართული სინონიმია „სამოთხე“. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური [სრულად »»]
ედესის სამეფო // ედესია
ოსროენი, დაარსდა ძვ. წელთაღღიცხვით 137 წ. (ან 132 წ.). დამაარსებლის (ურგოი ბარ ხევე) შთამომავლობა ატარებდა აბგარის („უძლიერესის“) საპატიო ტიტულს. გადმოცემით, ერთ-ერთი მათგანი – აბგარ უხომო [სრულად »»]
ევა
ბიბლიური პერსონაჟი; ადამიანთა მოდგმის წინაპრის, ადამის, ცოლი, პირველი ქალი და „ყველა სულიერის დედა“. ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა ევა შექმნა ადამის ნეკნიდან და ადამთან ერთად ედემში [სრულად »»]
ევაგრე // ევაგრი (VI ს.)
საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი; ერისკაცობაში ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი. ბერად აღიკვეცა წმ. შიო მღვიმელის ზეგავლენითა და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა. ევაგრემ [სრულად »»]
ევანგელჱ
„სახარების“ შესატყვისი ბერძნული ტერმინი, რომელიც „სახარების“ პარალელურად გვხვდება ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში, სახელდობრ, „წმ. შუშანიკის წამებაში“: „და თანა-წარიტანა ევანგელჱ თჳსი“; [სრულად »»]
ევლავიოს // ავლავიოს კათალიკოსი (VI ს.)
ქართლის კათოლიკოსი; მოხსენიებულია წმ. ასურელ მამათა ცხოვრებაში, კერძოდ: საქართველოს მეფესა და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმ. მამათა საქართველოში მობრძანების [სრულად »»]
ევლოგია
ნაკურთხი სეფისკვერი (წყალი და მისთ.), რომლის ნაწილს აძლევენ მორწმუნეს ეკლესიაში. ხშირად იხმარება იგი ქართულ ორიგინალურ მწერლობაში, მაგალითად, „წმ. აბიბოს ნეკრესელის მარტვილობაში“ [სრულად »»]
ევროპა
(„დასავლეთი“) ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი; მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით - [სრულად »»]
ევსევი (263 – 340 წწ.)
ევსები კესარიელი // ევსები პამფილიელი, რომაელი საეკლესიო მწერალი, ისტორიკოსი, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა ხასიათის საღვთისმეტყველო თხზულება, ისტორიული [სრულად »»]
ევსტათი და შვილნი მისნი (II ს.)
დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე; მოხსენიებული არიან გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“. =ქართული აგიოგრაფიის [სრულად »»]
ევსტათი მცხეთელი (VI ს.)
ქრისტიანი წმინდანი; წარმოშობით სპარსი, გაქრისტიანებამდე ერქვა გვირობანდაკი. მამამისი მოგვი იყო და მასაც მოგვად ზრდიდა, მაგრამ ევსტათი ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას დაეჭვდა მაზდეანური [სრულად »»]
ევსტრატე (III ს.)
წმ. მოწამე ევსტრატე, სომხეთში წამებული; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა [სრულად »»]
ევფრატი
ყველაზე გრძელი და ისტორიულად მნიშვნელოვანი მდინარე დასავლეთ აზიაში; ტიგროსთან ერთად ქმნის მესოპოტამიის დაბლობს. =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა [სრულად »»]
ევხაიტი
ქალაქი ბიზანტიაში, ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). =ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. [სრულად »»]
ქართული აგიოგრაფიის (IV-XVIII სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9