შერჩეული ტერმინები: 1,203 გვერდი: 50 / 61
უდიერი
შეუბრალებელი, ულმობელი : ჰღუპავს უდიერი, ულმობელი შრომა (I, 263). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 [სრულად »»]
უდიერობა
შეუბრალებლობა, ულმობლობა : აქ მარტო ეკონომიური უდიერობით როდი თავდება საქმე (III, 16). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., [სრულად »»]
უვალდებულო
არასავალდებულო : შეუძლიათ ასწავლონ თავისი ენა, მაგრამ თავის განსაკუთრებულის ხარჯით და ისე, როგორც კერძო უვალდებულო საგანი (I, 382). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა [სრულად »»]
უზავს
უზამს : ნახირსა ... მენახირე, საითაც უნდა, იქით უზავს თავსა (II,255). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, [სრულად »»]
უზალთუნი
ორი შაური : ორი შაური ერთი უსალთუნია (V, 97). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- [სრულად »»]
უმართლობა
უსამართლობა : მიჰმართეს უმართლობას და უგულწრფელობას კავკასიის ეხლანდელმა პედაგოგებმა (IV, 129). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. [სრულად »»]
უმეცრო
უმეცარი : ერთს სასწავლებელში ქართულ ენაზედ განწესებული იყო ყოვლად უმეცრო, პირველის კლასიდგან გამოგდებული შეშლილი არუთინა (I, 380). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა [სრულად »»]
უმი
აუდუღარი, მოუხარშავი : საშიშია მდინარე წყლის უმად ხმარება ... მეტადრე კაცი უნდა ერიდოს უმს ხილეულობასა (II, 267). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. [სრულად »»]
უმონაწილოობა
მონაწილეობის მიუღებლობა. ეს მტკნარი უმონაწილოობა ჩვენი სამღვდელოების ხალხის განათლებაში არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყველა კავკასიის ტომთა უკან ჩამოვრჩით (I, 277). =შალამბერიძე, [სრულად »»]
უმყვირვალოდ
წყნარად, უხმაუროდ : თანახმად მისი სურვილისა, იგი დამარხეს უმყვირვალოდ, უგვირგვინოდ (III, 476). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. [სრულად »»]
უნისკრო
უნისკარტო : ნადირი რამე მინახავს უფრთო, უნისკრო ფრინველი ... (V, 180). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, [სრულად »»]
უპრიანი
შესაბამისი, შესაფერი : ჩინური გვირგვინი მისი უპრიანია (II, 394). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 [სრულად »»]
ურგო
უსარგებლო : ურგო ამხანაგი (V, 129). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : [სრულად »»]
უსივს
გასივებული აქვს : ფეფოს ფეხი უსივს (V, 290). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- [სრულად »»]
უსმენ
უსვამენ : თუ თეთრს კბილს უჩვენებენ, თავზე ქონს უსმენ (IV, 535). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 [სრულად »»]
უსულდგმულო
უსულო, მკვდარი : იგი როდია უსულდგმულო ძეგლი, რომელიც არავის არაფერს არგებს (III, 201). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., [სრულად »»]
უუადვილესი
უადვილესზე უფრო ადვილი : ორივე სიტყვა ... წასაკითხად უუადვილესია (IV, 154). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : [სრულად »»]
უუერთგულესი
უერთგულესზე უფრო ერთგული : კრებაზე გამოვიდა უუერთგულესი მოსარჩლე სახელმწიფო ენის ინტერესებისა (III, 457). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, [სრულად »»]
უუმოწყალესი
უმოწყალესზე უფრო მოწყალე : ინსპექტორი ... ქალაქის გამგეობის მიერ უუმოწყალესად იქმნა განთავისუფლებული თანამდებობიდან (III, 164). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა [სრულად »»]
უუსრულესი
უსრულესზე უფრო სრული : (ქართული ანბანი) მან აღიარა თითქმის უუსრულეს ანბანად ყველა ანბანთა შორის (II, 206). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, [სრულად »»]
იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9