უა უბ უგ უდ უვ უზ უმ უნ უპ ურ უს უუ უქ უც უხ უჯ
შერჩეული ტერმინები: 31 გვერდი: 1 / 2
უაღრესობა
უპირატესობა : ამ წერილში განვმარტე ჩემი სამოსწავლო გეგმის უაღრესობა (IV, 73). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : [სრულად »»]
უბირი
უვიცი, გაუნათლებელი, უცოდინარი : არა გვგონია, ჩვენს მკითხველებს შორის აღმოჩნდნენ იმდენად უბირის და ჩლუნგი გონების პატრონნი, რომ გადაასხვაფერონ ჩვენი სიტყვები (II, 222); მდიდარნი თუ [სრულად »»]
უბრუდებს
უმრუდებს : ამ გვარი მდგომარეობა სხეულისა ... უბრუდებს ბავშვს ხერხემალსა (VIII, 406). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : [სრულად »»]
უგემური წიგნი
ცუდი წიგნი : „დაუმტკიცეს, რომ ამისთანა უგემურს წიგნს შეუძლიან შეაძულოს მოსწავლეებს რუსული თვით ენა“ (III, 327). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. [სრულად »»]
უდარენიე
(ударение) მახვილი : უდარენიების გამო ეს უკანასკნელი უფრო ძნელია (IX, 281). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : [სრულად »»]
უდიერი
შეუბრალებელი, ულმობელი : ჰღუპავს უდიერი, ულმობელი შრომა (I, 263). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 [სრულად »»]
უდიერობა
შეუბრალებლობა, ულმობლობა : აქ მარტო ეკონომიური უდიერობით როდი თავდება საქმე (III, 16). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., [სრულად »»]
უვალდებულო
არასავალდებულო : შეუძლიათ ასწავლონ თავისი ენა, მაგრამ თავის განსაკუთრებულის ხარჯით და ისე, როგორც კერძო უვალდებულო საგანი (I, 382). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა [სრულად »»]
უზავს
უზამს : ნახირსა ... მენახირე, საითაც უნდა, იქით უზავს თავსა (II,255). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, [სრულად »»]
უზალთუნი
ორი შაური : ორი შაური ერთი უსალთუნია (V, 97). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- [სრულად »»]
უმართლობა
უსამართლობა : მიჰმართეს უმართლობას და უგულწრფელობას კავკასიის ეხლანდელმა პედაგოგებმა (IV, 129). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. [სრულად »»]
უმეცრო
უმეცარი : ერთს სასწავლებელში ქართულ ენაზედ განწესებული იყო ყოვლად უმეცრო, პირველის კლასიდგან გამოგდებული შეშლილი არუთინა (I, 380). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა [სრულად »»]
უმი
აუდუღარი, მოუხარშავი : საშიშია მდინარე წყლის უმად ხმარება ... მეტადრე კაცი უნდა ერიდოს უმს ხილეულობასა (II, 267). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. [სრულად »»]
უმონაწილოობა
მონაწილეობის მიუღებლობა. ეს მტკნარი უმონაწილოობა ჩვენი სამღვდელოების ხალხის განათლებაში არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყველა კავკასიის ტომთა უკან ჩამოვრჩით (I, 277). =შალამბერიძე, [სრულად »»]
უმყვირვალოდ
წყნარად, უხმაუროდ : თანახმად მისი სურვილისა, იგი დამარხეს უმყვირვალოდ, უგვირგვინოდ (III, 476). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. [სრულად »»]
უნისკრო
უნისკარტო : ნადირი რამე მინახავს უფრთო, უნისკრო ფრინველი ... (V, 180). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, [სრულად »»]
უპრიანი
შესაბამისი, შესაფერი : ჩინური გვირგვინი მისი უპრიანია (II, 394). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 [სრულად »»]
ურგო
უსარგებლო : ურგო ამხანაგი (V, 129). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : [სრულად »»]
უსივს
გასივებული აქვს : ფეფოს ფეხი უსივს (V, 290). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- [სრულად »»]
უსმენ
უსვამენ : თუ თეთრს კბილს უჩვენებენ, თავზე ქონს უსმენ (IV, 535). =შალამბერიძე, გიორგი.იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 [სრულად »»]
იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9