სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სფ სც
შერჩეული ტერმინები: 32 გვერდი: 1 / 2
საბავშვო ლიტერატურა
ასე უწოდებენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც ბავშვებისთვისაა დაწერილი. თუმცა არის ნაწარმოებებიც, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ბავშვებისთვის არ არის შექმნილი, დიდი ინტერესით [სრულად »»]
საბავშვო ფილმი
კინოხელოვნების მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც ასახულია ბავშვების ცხოვრებასთან, მათ ინტერესებთან, ფიქრებთან, ოცნებებთან დაკავშირებული თემები, დაყენებულია პრობლემები, რომლებიც მათთვის გასაგები [სრულად »»]
სათავგადასავლო ფილმი
სათავგადასავლო ფილმი - კინოხელოვნების სახეობა, რომელიც აგებულია სათავგადასავლო თემატიკაზე, ახასიათებს მძაფრი, დაძაბული, გაშლილი ფაბულა, მოულოდნელობებითა და ხიფათით აღსავსე ეპიზოდები. პირველ [სრულად »»]
სალამური
ქართული ხალხური ხის ჩასაბერი საკრავი, ძირითადად მზადდება ლერწმისაგან. აქვს ფლეიტის ტიპის ღია მილი, 6-9 თვალით (ნახვრეტით). დიაპაზონი იზრდება გადაბერვის წესით. არსებობს უენო (უძველესი) და [სრულად »»]
სამაია
ძველებური ქართული რიტუალური, სამწილადი ზომის ქალთა ჯგუფური ცეკვა (თითო ჯგუფში მონაწილეობს სამი ქალი) - ნაზი, ნარნარი ხასიათისა. ცეკვა „სამაია“ პროფესიული მუსიკის სხვადასხვა ჟანრში [სრულად »»]
სამეცნიერო-პოპულარული ფილმი
სამეცნიერო კინოს ერთ-ერთი სახე, რომელიც მაყურებელს მარტივი, გასაგები ენით მოუთხრობს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასა და მის გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე. გადაღების განსხვავებული [სრულად »»]
სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი
კინოხელოვნების არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე აინტერესებდა და იტაცებდა როგორც მაყურებელს, ისე კინემატოგრაფისტებს. ჯერ კიდევ XX ს-ის დასაწყისში, ფრანგმა რეჟისორმა, მხატვრული ფილმის [სრულად »»]
სამკუთხედი
სიმფონიური ორკესტრის დასარტყამი საკრავი, რომელიც წარმოადგენს ბოლოებშეუკრავ ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის მოღუნულ ლითონის ღეროს. ბგერას გამოსცემენ ლითონის პატარა ჯოხით მასზე ჩამოკვრით. [სრულად »»]
სარაბანდა
ძველებური ესპანური ცეკვა, სამწილადი ზომის, ცოცხალი, ემოციური, ქალთა შესრულებით (კასტანიეტებით). XVII ს-დან საფრანგეთში გადაიქცა მენუეტისმაგვარ ცერემონიულ, მედიდურ, წყვილთა ერთგვარ ცეკვად. [სრულად »»]
სასცენო ეფექტები
თეატრალური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი სფეროა, იქმნება სპეციალური ხელსაწყოებისა და დანადგარების საშუალებით. მათი მიზანია შექმნან ბგერითი და მხედველობითი ილუზია, რაც აუცილებელია მაყურებელზე [სრულად »»]
საქსოფონი
ბელგიელი ოსტატის ა.საქსის მიერ 1845 წელს შექმნილი ლითონის ჩასაბერი საკრავი, რომელიც სიმფონიურ ორკესტრში პირველად გამოიყენა ჟორჟ ბიზემ (მუსიკა ალფონს დოდეს პიესისათვის „არლელი ქალი“). [სრულად »»]
საყვირი
ლითონის ჩასაბერი საკრავი, მაღალი რეგისტრის მქონე, გამოიყენება როგორც სოლო და საორკესტრო საკრავი, წარმოადგენს ერთხელ შემოხვეულ ცილინდრულ მილს, რომელიც ბოლოში უცებ ფართოვდება. უვენტილო, [სრულად »»]
სერენადა
მცირე ფორმის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც თავდაპირველად, ღამით სრულდებოდა სათაყვანებელი ქალის სახლის ფანჯრების ან აივნის წინ. ძირითადად ეს იყო სატრფიალო ლირიკული სიმღერა მანდოლინის ან [სრულად »»]
სივრცითი ფორმები
არქიტექტურაში იმ კომპოზიციურ საშუალებათა პალიტრის მთელი ნაირფეროვნება, რომელსაც იყენებენ არქიტექტურული ობიექტებისა და კომპოზიციების შექმნისას. სივრცითი ფორმების ძირითადი თვისებებია: ფორმათა [სრულად »»]
სიმფონიური მუსიკა
სიმფონიური ორკესტრის მიერ შესასრულებლად განკუთვნილი მუსიკაა. მისი საორკესტრო ჟანრები ჩამოყალიბდა XVII-XVIII სს.-ებში. სიმფონიური მუსიკის ურთულესი ჟანრია სიმფონია, რომლის კლასიკური ნიმუშებიც [სრულად »»]
სიმღერა
ვოკალური ხელოვნება - ხმით მუსიკის შესრულება. შეიძლება იყოს სოლო, საანსამბლო, საგუნდო, საკრავიერი - თანხლებით ან მის გარეშე (ა კაპელა), სიტყვებით ან უსიტყვოდ (ვოკალიზი); ◊ [სრულად »»]
სინოპსია
ასოციაციები, კავშირები სმენისა და მხედველობის აღქმებს შორის. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ აღმოსავლეთში, ჩინეთში, ინდოეთში. მაგ., მაჟორული კილო აღიქმება როგორც „ნათელი“, მინორული კი - როგორც [სრულად »»]
სინჯი
მსახიობის გადაღება დასადგმელად მიღებული სცენარის რომელიმე ეპიზოდში, რათა მოქმედებაში გამოვლინდეს, თუ რამდენად შეესაბამება მსახიობის გარეგნული და შინაგანი მონაცემები შესასრულებელ როლს [სრულად »»]
სიუიტა
(suite რიგი, თანმიმდევრობა) ციკლური ნაწარმოები, რომელიც შედგება რამდენიმე დასრულებული, ერთმანეთისაგან განსხვავებული, კონტრასტულობის პრინციპით დალაგებული მუსიკალური პიესისაგან. პროფესიულ [სრულად »»]
სიუჟეტი
ერთმანეთთან დაკავშირებული ცხოვრებისეული მოვლენების თანმიმდევრული განვითარება. სიუჟეტი შეადგენს ეპიკური, ლირიკულ-ეპიკური ან დრამატული ნაწარმოების შინაარსს. მასში აისახება ადამიანთა [სრულად »»]
ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9