შერჩეული ტერმინები: 316 გვერდი: 12 / 16
რემარკა
ავტორისეული შენიშვნები, მითითებები დრამატულ ნაწარმოებში (მათ შორის მუსიკალურ-დრამატულშიც), რომლებითაც ზუსტდება სცენის მოწყობილობა, მოქმედი პირების ხასიათი, მოქმედება, გარეგნობა, ქცევა, [სრულად »»]
რეპერტუარი
პიესების ერთობლიობა, რომლებიც რომელიმე თეატრში იდგმება დროის გარკვეულ მონაკვეთში; ◊ როლების ერთობლიობა, რომლებსაც ასრულებს ესა თუ ის მსახიობი; ◊ მუსიკალური, ლიტერატურული [სრულად »»]
რეჟისორი
ფილმების, სპექტაკლების, საესტრადო-საკონცერტო პროგრამების, რადიო და სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი. რეჟისორის ხელოვნება ჩაისახა XIX-XX სს-ის მიჯნაზე; მანამდე მსოფლიო თეატრალური [სრულად »»]
რეტრო
(უკან დაბრუნება) ანუ რეტროსპექტული სტილი - წარსული ეპოქების, წლების წინ ხელოვნებაში დამკვიდრებული გამომსახველობითი ხერხების, ფორმების, ჟანრების, კონკრეტული ნაწარმოებების გამოყენება [სრულად »»]
რიტმი
(rhythmos სიმწყობრე, თანაზომიერება) ერთ-ერთი უმთავრესი გამომსახველობითი ელემენტი მუსიკაში. უფრო ვიწრო მნიშვნელობით რიტმი გულისხმობს სხვადასხვა გრძლიობის მუსიკალური ბგერების თანმიმდევრულ [სრულად »»]
როკოკო
XVIII ს-ის ევროპული ხელოვნების სტილი, რომელსაც საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა, სახელწოდება კი მიიღო ორნამენტიკიდან, რომლის სახელწოდებაცაა „როკაიდი“ და რომელიც ამ სტილისთვისაა [სრულად »»]
რომანი
ეპიკური, თხრობითი ხასიათის მქონე ლიტერატურის ერთ-ერთი სახე. მოთხრობისაგან განსხვავებით, რომანში ასახულია ცხოვრებისეული მოვლენების დიდი წრე, საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრება ბევრი მოქმედი [სრულად »»]
რომანსი
უსიკალურ-პოეტური სოლო ვოკალური ნაწარმოები ფორტეპიანოს (იშვიათად, გიტარის) თანხლებით. თავდაპირველად, შუა საუკუნეებში, ესპანეთში „რომანსს“ უწოდებდნენ ყველა ყოფით სიმღერას, რომელიც სრულდებოდა [სრულად »»]
რომანტიზმი
მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX ს-ის დასაწყისში საფრანგეთის რევოლუციის იდეებისა და, შემდგომ, მისი დამარცხებით გამოწვეული გულგატეხილობის, იმედების მსხვრევისა და გაცრუების [სრულად »»]
რონდო
(წრე) მუსიკალური ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა XVII-XVIII სს-ის ფრანგი კლავესინისტების შემოქმედებაში. რონდოში მონაცვლეობს ძირითადი უცვლელი თემა, ანუ რეფრენი და ერთმანეთისაგან განსხვავებული [სრულად »»]
საბავშვო ლიტერატურა
ასე უწოდებენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც ბავშვებისთვისაა დაწერილი. თუმცა არის ნაწარმოებებიც, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ბავშვებისთვის არ არის შექმნილი, დიდი [სრულად »»]
საბავშვო ფილმი
კინოხელოვნების მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც ასახულია ბავშვების ცხოვრებასთან, მათ ინტერესებთან, ფიქრებთან, ოცნებებთან დაკავშირებული თემები, დაყენებულია პრობლემები, რომლებიც მათთვის გასაგები [სრულად »»]
სათავგადასავლო ფილმი
სათავგადასავლო ფილმი - კინოხელოვნების სახეობა, რომელიც აგებულია სათავგადასავლო თემატიკაზე, ახასიათებს მძაფრი, დაძაბული, გაშლილი ფაბულა, მოულოდნელობებითა და ხიფათით აღსავსე ეპიზოდები. პირველ [სრულად »»]
სალამური
ქართული ხალხური ხის ჩასაბერი საკრავი, ძირითადად მზადდება ლერწმისაგან. აქვს ფლეიტის ტიპის ღია მილი, 6-9 თვალით (ნახვრეტით). დიაპაზონი იზრდება გადაბერვის წესით. არსებობს უენო (უძველესი) და [სრულად »»]
სამაია
ძველებური ქართული რიტუალური, სამწილადი ზომის ქალთა ჯგუფური ცეკვა (თითო ჯგუფში მონაწილეობს სამი ქალი) - ნაზი, ნარნარი ხასიათისა. ცეკვა „სამაია“ პროფესიული მუსიკის სხვადასხვა ჟანრში [სრულად »»]
სამეცნიერო-პოპულარული ფილმი
სამეცნიერო კინოს ერთ-ერთი სახე, რომელიც მაყურებელს მარტივი, გასაგები ენით მოუთხრობს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასა და მის გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე. გადაღების განსხვავებული [სრულად »»]
სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი
კინოხელოვნების არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე აინტერესებდა და იტაცებდა როგორც მაყურებელს, ისე კინემატოგრაფისტებს. ჯერ კიდევ XX ს-ის დასაწყისში, ფრანგმა რეჟისორმა, მხატვრული ფილმის [სრულად »»]
სამკუთხედი
სიმფონიური ორკესტრის დასარტყამი საკრავი, რომელიც წარმოადგენს ბოლოებშეუკრავ ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის მოღუნულ ლითონის ღეროს. ბგერას გამოსცემენ ლითონის პატარა ჯოხით მასზე ჩამოკვრით. [სრულად »»]
სარაბანდა
ძველებური ესპანური ცეკვა, სამწილადი ზომის, ცოცხალი, ემოციური, ქალთა შესრულებით (კასტანიეტებით). XVII ს-დან საფრანგეთში გადაიქცა მენუეტისმაგვარ ცერემონიულ, მედიდურ, წყვილთა ერთგვარ ცეკვად. [სრულად »»]
სასცენო ეფექტები
თეატრალური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი სფეროა, იქმნება სპეციალური ხელსაწყოებისა და დანადგარების საშუალებით. მათი მიზანია შექმნან ბგერითი და მხედველობითი ილუზია, რაც აუცილებელია მაყურებელზე [სრულად »»]
ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9