შერჩეული ტერმინები: 316 გვერდი: 7 / 16
ლირა
ქნარი, თითებით გამოსაკრავი სიმებიანი საკრავი, ცნობილი უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. კლასიკურ ბერძნულ ლირას ჰქონდა 7 სიმი, უკრავენ თითებით ან პლექტრით. ზოგადად, ლირის [სრულად »»]
ლირიკა
ლიტერატურის ერთ-ერთი გვარი. ტერმინი წარმოიშვა მუსიკალური საკრავის სახელწოდებიდან, რომლის აკომპანემენტითაც სრულდებოდა ლექსები და სიმღერები - ლირები. ლირიკა, ეპოსისა და დრამისაგან [სრულად »»]
ლიტავრები
უძველესი წარმოშობის დასარტყამი საკრავი, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფში. როგორც წესი, გამოიყენება წყვილად, ორივეზე ერთი შემსრულებელი უკრავს. [სრულად »»]
ლიტერატურის გვარები
ლიტერატურის გვარები პირველად აღინიშნა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ტრაქტატში „პოეზიის ხელოვნების შესახებ“ (IV ს. ძვ. წ-ით). დღესაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს აჯგუფებენ ამ პრინციპით: [სრულად »»]
მადრიგალი
ლირიკული შინაარსის იტალიური სიმღერა მშობლიურ ენაზე (განსხვავებით იმ სასიმღერო ჟანრებისაგან, რომლებსაც იმხანად ლათინურ ენაზე წერდნენ). თავდაპირველად იყო ერთხმიანი სიმღერა, XIV ს-დან ხდება [სრულად »»]
მაესტოზო
საზეიმოდ, მედიდურად შესრულების აღმნიშვნელი ტერმინი. ხშირად გაერთიანებულია ტემპის აღმნიშვნელ ტერმინთან (მაგ., allegro maestoso). ასეთი ხასიათისაა ფრედერიკ შოპენის პოლონეზები, ლისტის [სრულად »»]
მაესტრო
"ხელმძღვანელი", "მასწავლებელი"- ხშირად უწოდებენ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში მოღვაწე გამოჩენილ შემოქმედსა და პედაგოგს (კომპოზიტორს, დირიჟორს, მხატვარს, მომღერალს). [სრულად »»]
მაზურკა
პოლონური ხალხური ცეკვა, სამწილადი ზომის, მკვეთრი რიტმით, აქცენტებით ტაქტის სუსტ დროზე, სწრაფი, დინამიკური. XIX ს-ში გავრცელდა ევროპაში როგორც სამეჯლისო და საბალეტო ცეკვა. ხშირად მაზურკის [სრულად »»]
მაისტერზინგერი
XIV-XV სს-ის გერმანელი პოეტი-მომღერალი, რომელმაც გაიარა სწავლების კურსი შესაბამის სახელობო სკოლაში და იცავდა მკაცრ წესებს (მათ მიუძღვნა რიჰარდ ვაგნერმა ოპერა „ნიურბერგელი [სრულად »»]
მარიმბა
დასარტყამი საკრავი, გავრცელებული ცენტრალური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში. წარმოადგენს ხის ფირფიტების კრებულს, აქვს გოგრისაგან დამზადებული რეზონატორები. ქსილოფონის მსგავსია, გამოიყენება [სრულად »»]
მარინა
(marina; marinus ზღვა) ზღვის ხედის, ზღვის პეიზაჟის ამსახველი სურათი, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჩამოყალიბდა ჰოლანდიაში, XVII ს-ის დასასრულს. ივანე აივაზოვსკი. ცისარტყელა [სრულად »»]
მარში
(მსვლელობა) მუსიკალური ნაწარმოები მწყობრი ნაბიჯის ტემპით, ენერგიული, მტკიცე, ორწილადი ზომის. როგორც წესი, სამნაწილიანი ფორმისაა, სადაც შუა ნაწილი კონტრასტული, ლირიკულია, ხოლო მესამე - [სრულად »»]
მელიზმები
მცირე მელოდიური მიმოქცევები, რომლებიც ამკობს, ალამაზებს ძირითად მელოდიურ ხაზს. სანოტო ტექსტში ყველა მელიზმს (მორდენტი, ტრელი, ფორშლაგი და ა.შ.) აქვს თავისი გრაფიკული აღნიშვნა. თავდაპირველად [სრულად »»]
მელოდეკლამაცია
გამომსახველი მხატვრული კითხვა, რომელსაც აქვს მუსიკალური თანხლება. ასეთი სახის ნაწარმოებები შექმნილი აქვს ლისტს, შუმანს. =ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: [სრულად »»]
მელოდია
(melodia სიმღერა) კილოსა და რიტმის მეშვეობით ორგანიზებული სხვადასხვა სიმაღლის ბგერების მხატვრულად გააზრებული რიგი, წარმოადგენს რეალისტური მუსიკის საფუძველს, გამოხატავს ნაწარმოების [სრულად »»]
მელოდრამა
დრამატული ან კინონაწარმოების სახეობა, რომელიც გამოირჩევა მძაფრი ფაბულითა და გადაჭარბებული ემოციურობით; ◊ მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ოპერისაგან განსხვავებით, [სრულად »»]
მემუარები
ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც ავტორი იხსენებს და გადმოსცემს რეალურად მომხდარ მოვლენებს, მსჯელობს ობიექტურად, იძლევა ზუსტ თარიღებს, მოვლენებსა და მასში მონაწილე ადამიანების მკაფიო [სრულად »»]
მენუეტი
ფრანგული ცეკვა, სამწილადი ზომის, წარმოიშვა ფრანგული საფერხულო ცეკვიდან. XVII ს-დან გადაიქცა სამეფო კარის სამეჯლისო ცეკვად. ხასიათდება საზეიმო, მელოდიური, მდოვრე მოძრაობით, რევერანსებით. [სრულად »»]
მესა
მრავალხმიანი, ციკლური საგუნდო ნაწარმოები კათოლიკური ლიტურგიის ტექსტზე. მრავალნაწილიანი ფორმით ჩამოყალიბდა XIV ს. მისი ძირითადი ნაწილებია: კირიე-უფალო, შეგვიწყალე; გლორია-დიდება; [სრულად »»]
მეტაფორა
(გადატანა) პოეზიასა და პროზაში ლექსიკური გამომსახველობის ხერხი. ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა თავის „პოეტიკაში“, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იყო დახელოვნებული მეტაფორებში, რაც ტალანტის ნიშანია, [სრულად »»]
ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9