რა რე რი რო
შერჩეული ტერმინები: 16 გვერდი: 1 / 1
რამპა
გამანათებელი აპარატურა, რომელიც დადგმულია სცენის იატაკზე, მის წინა, განაპირა მხარეს; სცენას ანათებს წინიდან და ქვემოდან. თანამედროვე თეატრში რამპა წარმოადგენს საერთო გამანათებელი სისტემის [სრულად »»]
რაფსოდია
თავისუფალი ფორმის საკრავიერი ნაწარმოები, დაწერილი ხალხურ საცეკვაო და სასიმღერო მოტივებზე. ახასიათებს ცალკეული ეპიზოდების კონტრასტულობა და დასრულებულობა (მაგ., ლისტის „უნგრული რაფსოდიები“). [სრულად »»]
რეალიზმი
მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც ეყრდნობა სინამდვილის ობიექტურად ასახვას მხატვრული სახეებით. ხელოვნების განვითარების პროცესში რეალიზმმა კონკრეტული ისტორიული ფორმები და შემოქმედებითი [სრულად »»]
რეგისტრი
საკრავის ან ადამიანის ხმის ბგერითი დიაპაზონის გარკვეულ სიმაღლეზე მყოფი მონაკვეთი. ჩვეულებრივ, განასხვავებენ მაღალ, საშუალო და დაბალ რეგისტრებს. =ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური [სრულად »»]
რეკვიემი
(სასუფეველი) სამგლოვიარო მესა, მრავალხმიანი საგუნდო ნაწარმოები, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული სრულდება კათოლიკურ ეკლესიებში. გარდა მესის აუცილებელი ნაწილებისა, რეკვიემს შეიძლება [სრულად »»]
რელიეფი
ქანდაკების ერთ-ერთი სახე. მრგვალი ქანდაკებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება დავათვალიეროთ ყოველი მხრიდან, რელიეფი განთავსებულია სიბრტყეზე. მას შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი დაზგური [სრულად »»]
რემარკა
ავტორისეული შენიშვნები, მითითებები დრამატულ ნაწარმოებში (მათ შორის მუსიკალურ-დრამატულშიც), რომლებითაც ზუსტდება სცენის მოწყობილობა, მოქმედი პირების ხასიათი, მოქმედება, გარეგნობა, ქცევა, [სრულად »»]
რეპერტუარი
პიესების ერთობლიობა, რომლებიც რომელიმე თეატრში იდგმება დროის გარკვეულ მონაკვეთში; ◊ როლების ერთობლიობა, რომლებსაც ასრულებს ესა თუ ის მსახიობი; ◊ მუსიკალური, ლიტერატურული [სრულად »»]
რეჟისორი
ფილმების, სპექტაკლების, საესტრადო-საკონცერტო პროგრამების, რადიო და სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი. რეჟისორის ხელოვნება ჩაისახა XIX-XX სს-ის მიჯნაზე; მანამდე მსოფლიო თეატრალური [სრულად »»]
რეტრო
(უკან დაბრუნება) ანუ რეტროსპექტული სტილი - წარსული ეპოქების, წლების წინ ხელოვნებაში დამკვიდრებული გამომსახველობითი ხერხების, ფორმების, ჟანრების, კონკრეტული ნაწარმოებების გამოყენება [სრულად »»]
რიტმი
(rhythmos სიმწყობრე, თანაზომიერება) ერთ-ერთი უმთავრესი გამომსახველობითი ელემენტი მუსიკაში. უფრო ვიწრო მნიშვნელობით რიტმი გულისხმობს სხვადასხვა გრძლიობის მუსიკალური ბგერების თანმიმდევრულ [სრულად »»]
როკოკო
XVIII ს-ის ევროპული ხელოვნების სტილი, რომელსაც საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა, სახელწოდება კი მიიღო ორნამენტიკიდან, რომლის სახელწოდებაცაა „როკაიდი“ და რომელიც ამ სტილისთვისაა [სრულად »»]
რომანი
ეპიკური, თხრობითი ხასიათის მქონე ლიტერატურის ერთ-ერთი სახე. მოთხრობისაგან განსხვავებით, რომანში ასახულია ცხოვრებისეული მოვლენების დიდი წრე, საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრება ბევრი მოქმედი [სრულად »»]
რომანსი
უსიკალურ-პოეტური სოლო ვოკალური ნაწარმოები ფორტეპიანოს (იშვიათად, გიტარის) თანხლებით. თავდაპირველად, შუა საუკუნეებში, ესპანეთში „რომანსს“ უწოდებდნენ ყველა ყოფით სიმღერას, რომელიც სრულდებოდა [სრულად »»]
რომანტიზმი
მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX ს-ის დასაწყისში საფრანგეთის რევოლუციის იდეებისა და, შემდგომ, მისი დამარცხებით გამოწვეული გულგატეხილობის, იმედების მსხვრევისა და გაცრუების [სრულად »»]
რონდო
(წრე) მუსიკალური ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა XVII-XVIII სს-ის ფრანგი კლავესინისტების შემოქმედებაში. რონდოში მონაცვლეობს ძირითადი უცვლელი თემა, ანუ რეფრენი და ერთმანეთისაგან განსხვავებული [სრულად »»]
ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9