გამეორების ერთ–ერთი სახეობა – სალექსო სტრიქონების ერთგვარად დაწყება.
ლექსის თეორიაში ანაფორაში იგულისხმება ერთი და იგივე სიტყვის ან დამსგავსებული ბგერების გამეორება ტაეპები დასაწყისში.
მაგ:
„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა–პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ,– ჩემი სამშობლო ის არი!” - (რ. ერისთავი).
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.