ყოველდღიური ჩანაწერი ავტორის პირად ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი საინტერესო მოვლენების შესახებ.
სათაურის ნაცვლად დღიურში დასახელებულია დღეები (რიცხვები და ზოგჯერ საათებიც კი) და ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გადმოცემულია დასახელებულ დროში მომხდარი საინტერესო მოვლენები, ფაქტები, ან
ავტორის პირადი შთაბეჭდილებანი, განცდები, აზრები და სხვ.
რამდენადაც დღიურში ჭარბობს პოეტური საშუალებანი, იგი ხშირად გამოსახვის მხატვრულ ფორმადაც გვევლინება.
მაგ. დღიურის ფორმითაა დაწერილი
ჭოლა ლომთათიძის „პირველი მაისი” და „სახრჩობელას წინაშე”.