რითმა, რომლითაც მხოლოდ ერთი მარცვალია შეთანხმებული.
მაგ:
„ალვა მწვერვალსა ხრის, ნაზი ქალივით სწორს,
მთიდან ნიავი ქრის, შორს, უბრალოდ შორს.
შევხვდით ისევე ჩვენ, გზით მიმავალი გზად,
კვლავ მოგონებებს მფენ, მაგრამ არ ვიცი: რად?“... – (გ. ტაბიძე).
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977