რითმა, რომელიც წარმოადგენს წინა ტაეპის დამამთავრებელი ბგერების შეერთებას მეორე ტაეპის დასაწყისთან ან პირველი ტაეპის დაბოლოებასთან. მაგ:
„ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა,
გადააქსოვა სარკის მწვანე ბროლს,
სარკეს ანათრთოლს დაუახლოვა,
და დაათოვა სურათებს, საწოლს.” – (გ. ტაბიძე)
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977