კა კე კვ კი კლ კო კუ
კლა

კლაუზულა

სალექსო სტრიქონის დამთავრებული ნაწილი, საიდანაც რითმა იწყება.

კლაუზულა ლათინურად ნიშნავს დასკვნას, დამთავრებას. კლაუზულა ლექსის ტაეპის უკანასკნელი მახვილიანი მარცვალია. მაგ:

„მონას რად უნდა კრული სიცოცხლე,
რისთვის დაანთოს წმინდა ლამპარი?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – (აკაკი).

მოყვანილ ტაეპში ერთმანეთს ერითმება სიტყვები „ლამპარი–მკვდარი“, უფრო ზუსტად მათი დაბოლოებანი : არი–არი. ამ შემთხვევაში ბოლოდან მეორე მარცვალი არის კლაუზულა, რადგან იგი არის რითმის დამწყები მახვილიანი მარცვალი.
იხ. აგრეთვე: რითმა, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9