საძიებო მოთხოვნა: ლექსი ლექსიკონებში ნაპოვნი: 36 სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი (36) - ლექსი
- მხატვრულ ნაწარმოები, რომელშიც აზრები ხატოვნად არის გამოსახული, დაცულია სიტყვების თანაზომიერება და სხვადასხვა სტრიქონში განმეორებულია ბოლო ბგერები. პოეზია ლექსების ერთობლიობას ნიშნავს.…
- ლირიკული ლექსის კომპოზიცია
- სიუჟეტიანი ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი მოქმედების განვითარების ქვედა საფეხურები ლირიკულ ლექსში იშვიათად გვხვდება, მაგრამ მასში ხშირად აშკარად გამოიყოფა სიუჟეტის ცალკეული ელემენტები. …
- თეთრი ლექსი
- ურითმო ლექსი. მაგ: „რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა, ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა, მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი, ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული. კაცი გულით,…
- თავისუფალი ლექსი
- ლექსი, რომელშიც ტაეპებისათვის სავალდებულო რიტმი დარღვეულია. ზოგჯერ ტონურ ლექსში დარღვეულია უკანასკნელისათვის სავალდებულო მახვილთა თანაბრობა, სილაბურში – მარცვალთა თანაბრობა და სხვ. …
- რიტმი
- თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებულ გამეორება. „რიტმოს” ბერძნულად ნიშნავს თანაზომიერებას, სინატიფეს. თანაზომიერება ანუ რიტმულობა მრავალ მოვლენას ახასიათებს. …
- ტაეპი
- მუხლების განსაზღვრული მწკრივი. ტაეპი, ანუ სალექსო სტრიქონი ლექსის რიტმული ერთეულია. ტაეპის შემადგენლობა შეგვიძლია თვალსაჩინოდ გამოვხატოთ სქემის საშუალებით: „რა ესმოდის (მღერა) ყმისა, ||…
- ბალადა
- (BALADE) ლირიკული ან ლირიკულ–ეპიკური შინაარსის მოკლე თხრობითი ხასიათის ლექსი. ტერმინი წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ცეკვას. ბალადა შუა საუკუნეებში წარმოიშვა საფრანგეთში.…
- ლირიკა
- პოეზიის გვარი, რომელშიც უშუალოდ არის გადმოცემული ავტორის პირადი მისწრაფება, განცდა, შთაბეჭდილება, რასაც იგი იღებს ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენისაგან. მწერლის მიერ პირადი განცდების…
- ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები
- ნაწარმოები, რომელიც ერთსა და იმავე დროს თითქმის თანაზომიერად შეიცავს ლირიკულ ელემენტსაც და ეპიკურსაც, რაიმე ფორმის ამბავსაც მოგვითხრობს, რაც მწერლის გარეშე ხდება და იმავე დროს თვით…
- რითმა
- ერთი და იმავე ან დამსგავსებული ბგერების გამეორება ლექსის ტაეპში ან ხანაში. რითმის საშუალებით უფრო იგრძნობა რიტმული ერთეულის (მაგ. ლექსის სტრიქონის) საზღვარი.მაგ: „აღმართ–აღმართ…
- ტერცინა
- (სამეული) სამტაეპიანი სტროფებისაგან (ხანებისაგან) შედგენილი და ჯვარედი რითმებით დაწერილი ლექსი. იგი ძველი იტალიური ლექსის ფორმაა. ტერცინებით არის დაწერილი დანტე ალიგიერის პოემა…
- აშუღური
- თერთმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის პირველი ორი ტერფი დაქტილურია, ხოლო მეორე ორი ტერფი კი ქორეული და დაქტილური, ან დაქტილური და ქორეული. მარცვალთა რაოდენობა აშუღურსა და წყობილს ერთგვარი აქვთ,…
- ეპიგრამა
- მოკლე სატირულ ლექსი, რომელიც მიმართულია რომელიმე პიროვნების, საზოგადოებრივი წრის, ჯგუფის ან დაწესებულების წინააღმდეგ. ეპიგრამა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც „დაწერილი” („ეპი” –…
- ეპიტაფია
- საფლავის ქვაზე მინაწერი ლექსი ან მხატვრული აფორიზმი, რომელიც დაკავშირებულია მიცვალებულის ცხოვრებასთან ან მის სახელთან. „ეპიტაფიოს” ბერძნულად ნიშნავს კუბოზე ან საფლავის ქვაზე მინაწერს.…
- კომპონენტი
- მხატვრული ნაწარმოების შემადგენელ ნაწილი. ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები კომპონენტებისაგან აიგება. რომ ავიღოთ პატარა ლირიკული ლექსი, მაგალითად ი. ჭავჭავაძის, „გაზაფხული”, ისიც კი…
- პოეტური თვითნებობა
- მწერლის მიერ ლექსთაწყობის წესების დარღვევა. მხატვრულ ნაწარმოებში, უმთავრესად ლექსში, ზოგჯერ სიტყვები შეკვეცილად არის ნახმარი, ზოგჯერ წინასწარი განზრახვით შეგნებულად არის …
- შაირი
- თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის სახესხვაობასაც წარმოადგენს რვამარცვლიანი და ოთხმარცვლიანი ტაეპები, რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სრული სალექსო სტრიქონის ორად და ოთხად დაყოფის შედეგად…
- ელეგია
- სევდის გამომხატველი ლირიკული ლექსი. ტერმინი „ელეგოს” ბერძნულად ნიშნავს მწუხარე, ანუ სამგლოვიარო სიმღერას. ეს სიტყვა ბერძნებმა მცირე აზიაში მცხოვრები ხალხებისაგან შეითვისეს. ეს…
- ოდა
- სახოტბო ლექსი,რომელიც გამოხატავს რომელიმე გამოჩენილი პიროვნების ქება–დიდებას ან აღფრთოვანებას რაიმე შესანიშნავი მოვლენის გამო. თვით სიტყვა „ოდა” ბერძნულად ნიშნავს სიმღერას. ამ…
- ტონური ლექსთწყობა
- (ხმა) ლექსთწყობა, რომელიც მახვილიან მარცვალთა რაოდენობას ემყარება ერთმარცვლიანზე მეტ სიტყვაში გვხვდება ერთი მახვილიანი და დანარჩენი უმახვილო მარცვლები. მაგ: სიტყვაში „მოწაფე”…
|