ლე ლი
ლირ ლიტ

ლიტერატურული მიმდინარეობა

მონათესავე ფორმისა და შინაარსის მქონე მწერალთა ხანმოკლე ერთობლიობა.

ყოველ მხატვრულ ნაწრმოებს და ყოველ მწერალს შინაარსისა და ფორმის თავისებურება ახასიათებს. ამ თავისებურებასთან ერთად მწერლის შემოქმედების შინაარსსა და ფორმას აქვს ბევრი ისეთი თვისება, რომლითაც იგი სხვა სხვა მწერლის შემოქმედებას უახლოვდება. მთელ რიგ მწერალთა შემოქმედებაში შეგვიძლია მოვნახოთ ისეთი ელემენტები, რომლებიც საერთოა მწერალთა მთელი ჯგუფისათვის. სინამდვილის უარყოფა, პესიმიზმი (შინაარსის თავისებურება), გამოსახვის მთავარ საშუალებად სიმბოლოს გამოყენება (ფორმის თავისებურება) ისეთი საერთო თვისებები იყო, რომლითაც ხასიათდებოდა მწერალთა განსაზღვრული ჯგუფი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში
იხ. აგრეთვე: სიმბოლიზმი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9