მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მდი

მდიდარი რითმა

რითმა, რომელსაც უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერებიც ერთნაირი ან დამსგავსებული აქვს.

უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები ერთნაირია:

„გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა წყლისა ჩქერამა,
პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთისა ცქერამა.” – (ხალხური).

უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები დამსგავსებულია:

„ ...და მრცხვენიან, ყმაწვილებო, ეს ამბავი სათხრობელად...
ასე გახდა ერთი წიგნი ჩემი ბაღის საფრთხობელად”.–(ი. გრიშაშვილი).
სინონიმი: ღრმა რითმა
ანტონიმი: ღარიბი რითმა
იხ. აგრეთვე: რითმა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9