ოდ ომ ოქ
ოქტ

ოქტავა

რვატაეპიანი სტროფით დაწერილი ლექსი.

ლიტერატურის ბევრი თეორეტიკოსი ოქტავის განსაზღვრის დროს ტაეპთა რაოდენობასთან ერთად რითმების კომბინაციის თავისებურებასაც ეყრდნობა, მაგრამ რითმის ერთგვარობა ოქტავაში კანონი კი არ არის, იგი იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. ოქტავის მთავარი ნიშანი ტაეპის განსაზღვრული რაოდენობაა.

„ვეფხისტყაოსნის” გავლენით ქართულ პოეზიაში ოთხტაეპიანი სტროფია უფრო მეტად გავრცელებული. ოქტავა კი იშვიათად გვხვდება. მაგ:

„შავარდნები აფრინდნენ,
საქართველოს მთებიდან,
თეთრი კავკასიონი,
გრგვინვით გადინავარდეს.
მესმის შორი გუგუნი,
ღრუბელს გლეჯენ ფრთებითა,
ფრთებით მიაქვთ ქუხილი,
ჩვენი ქვეყნის შავარდნებს.
შორს ყორნებთან ბრძოლაა,
ჩვენი თავისუფლების
მომავალი დიდება,
ამ ბრძოლაზე ჰკიდია.
ჩვენი ზეცის ლაჟვარდის,
ჩვენი ოქროს ღრუბლების,
ჩვენი მიწის სილაღის
დასაცავად მიდიან.
შავარდნებო, ციურნო!
მესმის თქვენი გუგუნი,
თითქოს გრგვინავს ჩონგურზე
რუსთველური შაირი.
მტერი გაანადგურეთ
თავხედი და უგნური,
ყორანთაგან გასწმინდეთ,
ჩვენი სუფთა ჰაერი”. (ალ. აბაშელი).
იხ. აგრეთვე: სტროფი, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9