პა პე პი პლ პო პრ
პამ პარ პას

პამფლეტი

ნაწარმოები, რომელიც გამოხატავს დაცინვას საზოგადოებრივი ცხოვრების რაიმე უარყოფითი მოვლენისადმი ან ცალკეული პიროვნებისა და მისი სახით ადამიანთა მთელი ჯგუფისადმი.

პამფლეტი მოგვაგონებს თავისებურ ეპიგრამას. მთავარი განსხვავება პამფლეტსადა ეპიგრამას შორის ის არის, რომ ეპიგრამა მუდამ მოკლეა, პამფლეტის მოცულობა კი არ არის განსაზღვრული და მას უფრო ხშირად გარდამავალი ადგილი უკავია პუბლიცისტურ ჟანრსა და მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებთა შორის. პამფლეტი იწერება როგორც ლექსად, აგრეთვე პროზითაც.

ქართულ ლიტერატურაში პამფლეტის საუკეთესო ნიმუშია ილია ჭავჭავაძის „პასუხის პასუხი”. იგი მიმართული იყო გრიგოლ ორბელიანისა და მის თანამედროვე მხარდამჭერთა მთელი ჯგუფისადმი.

„თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ,
ჩვენ უჩინონი, ჩვენ უჩინონი,
იქიდამ ვკნავით, სად თქვენის მადლით
ხაფანგ–ქვეშე დამწყვდეული ვართ.
ჩვენ ვვლეთ რუსეთ, მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა, მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზე არ გაგვიცვლია.
ლიბერალობა, პატრიოტობა,
სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;
თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია. ქვეყნის ბედი და ხსნის იმედი
თქვენებრ ხელში ჩვრად არ გაგვხდომია.
კაცის მხნეობა, კაცის ზნეობა
თქვენებრ ჩინებით არ გვიზომია.”

პამფლეტში ხშირად გაქიაქებულია რომელიმე პიროვნების პირადი ცხოვრების უარყოფითი თვისებები, რომ ამით ავტორმა ნიღაბი ახადოს მთელ კოლექტივს მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან. ი. ჭავჭავაძის ზემომოყვანილი ლექსიც ასეთი ხასიათისაა.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9