რა რე რი რკ რო
რეა რემ რეპ

რემარკები

დრამატულ ნაწარმოებში, მოქმედ პირთა სიტყვების გარდა, ავტორი იძლევა მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს სცენა მოწყობილი, რა უნდა ხდებოდეს სცენაზე, ან კულისებში. რა უნდა გააკეთოს ან როგორ იმოქმედოს მსახიობმა, როგორი უნდა იყოს მისი მიმიკა და სხვ. ასეთ მითითებებს რემარკები ეწოდება.
იხ. აგრეთვე: დრამა, მიმიკა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9