სა სე სი სო სტ
საა სად საე სამ საო სატ საყ

სატირული ლირიკა

ლირიკული პოეზია, რომელშიც პოეტი გამოხატავს დაცინვას რაიმე მოვლენისადმი.

სატირული შინაარსით განსაკუთრებით მდიდარია ხალხური პოეზია. სატირულ ლირიკაში ხალხი გამოხატავს დაცინვას მემამულეებისადმი, სამღვდელოებისადმი, მეფის მოხელეებისადმი და ზნეობრივად მახინჯი ყველა ადამიანისადმი.

სატირული ლირიკის ნიმუშია ხალხური ლექსი ერეკლესა და ლეკების ბელადის რაჯაბას შესახებ, რომელიც გამოხატავს ხალხის საყვარელი გმირის ერეკილეს მიერ დამარცხებული მტრისადმი დაცინვას და საკუთარი ძალის მოიმედე ქართველი ხალხის ეროვნული სიამაყის გრძნობას:

„რაჯაბაი შეკაზმა ჯაჭვითა და ჯინჯილითა,
უნდა ქალაქს შემოვერტყა, ამოვწყვიტო შიმშილითა.
ეს რომ ერეკლემ გაიგო, გადაბრუნდა სიცილითა:
შენი ერეკლე მოგიკვდეს, ვერ გაგხეთქო სირბილითა,
განჯა შემოგარბენინო, დაღესტანი ტირილითა!
ისე გაუწყვიტა ჯარი, ერთი მირბის წინწილითა,
შეჭამანდი შეუნელა კოჭითა და პილპილითა.
– დაჯე, რაჯაბ, პური ჭამე, არ მომიკვდე შიმშილითა.
– რა პურისა მენაღვლება, კუჭი მტკივა სირბილითა”.

სატირული ლირიკის ნიმუშები უმეტესად მცირე ზომისაა. სატირული ლირიკის ძირითადი ფორმებია ეპიგრამა და პამფლეტი.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9