სა სე სი სო სტ
სონ სოც

სონეტი

თოთხმეტტაეპიანი ლექსი, რომელიც შედგება ორი ოთხტაეპიანი და ორი სამტაეპიანი სტროფისაგან.

თვით სახელწოდება „სონეტი” წარმოდგება იტალიური სიტყვისაგან „სონორე”, რაც ნიშნავს ხმიერებას, სონეტი–ხმიერს, მჟღერს.

სონეტი, როგორც წესი, თოთხმეტმარცვლიანი ტაეპებით იწერება.

მაგ:

„შეაბარბაცეს დედამიწა მძიმე ბრძოლებით,
შუბების შუქი ანათებდა ქართლის ტრამალებს,
ბევრმა ვაჟკაცმა დაიმკვიდრა გმირის სამარე,
მიწვა მარადის ქართულ მიწის ნაამბორები.
და როცა გული მოიჯერა სარდალმა ომით,
როცა მცხეთაში ვარდისფერი კარვები დასცეს,
ბრძანება გასცა: „ხიდი გასდეთ მდინარე მტკვარზე,
დაე, გაიგონ ძლიერება უძლეველ რომის!...
დაე, გაიგონ: ყველა გზები რომში მიდიან,
თვით ნათელი მზეც ცაზე რომის ნებით ჰკიდია!
... გავიდნენ წლები, ჩაიქოლა ეს გზები ყველა,
მტკვარს, საქართველოს მიწა–წყალზე, სინათლეს გაშლილს,
ახალი ხიდი დასდგომია, ვით ცისარტყელა,
და მიაქვს ძველი დავიწყების უძირო ზღვაში”. – (ი. ნონეშვილი)
იხ. აგრეთვე: ბესიკური, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9