ტა ტე ტი ტო ტრ
ტრა ტრი ტრო

ტრიოლეტი

ლექსი, რომლის ყოველი სტროფი (ხანა) რვა–რვა ტაეპისაგან შედგება და ყოველი სტროფის სამი ტაეპი – პირველი, მეოთხე და მეშვიდე ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებს. მაგ:

1. „ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
2. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
3. შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,
4.ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
5. მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა,
6. ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
7. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
8. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი”. (ვ. გაფრინდაშვილი).
იხ. აგრეთვე: სტროფი, ტაეპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9