შა შე ში შპ
შავ შაი

შავთელური

ლოგაედური ტაეპით დაწერილი ოცმარცვლიანი ლექსი.

სრული შავთელური ტაეპი ორ ათმარცვლიან ან ოთხ ხუთმარცვლიან ტაეპად იყოფა. უფრო ხშირად გვხვდება ათმარცვლიანი არასრული შავთელური ტაეპით დაწერილი ლექსი.

სრული შავთელური ტაეპის ნიმუშებია:

„თვალი ხარ ბრმათა, თვით მზრდელი ყმათა, მშიერთა პური. უსახლო სართული, მამა ობოლთა, მსაჯული ქვრივთა, შიშველთ სამოსლად მინიჭებული, – მოხუცებულთა, შრომით ქებულთა სიმტკიცის კვერთხად მისაყრდნობელი. მოგვფენ სიბრძნესა, წერილთ სიღრმესა თვით განგვიმარტებ მოტანთ მთხრობელი”. – (ი. შავთელი).

ათმარცვლიანი შავთელურის ნიმუშებია:

„ნისლს გადაიყრის ტყე აქოჩრილი.
კოლმეურნენი მოვლენ გუნდებად,
ახმაურდება რკინა მორჩილი,
შრომის სიმღერაც აგუგუნდება”. – (ა. აბაშელი)
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9