შა შე ში შპ
შავ შაი

შაირი

თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის სახესხვაობასაც წარმოადგენს რვამარცვლიანი და ოთხმარცვლიანი ტაეპები, რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სრული სალექსო სტრიქონის ორად და ოთხად დაყოფის შედეგად მიიღება.

თექვსმეტმარცვლიანი შაირებია:

„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ–გულოვანი;
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!” – (შოთა).

„ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო,
ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.”–(გ. ტაბიძე).

რვამარცვლიანი შაირია:

„ცა–ფირუზ, ხმელეთ–ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენი ვარ, სენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო.” – (აკაკი).

ოთხმარცვლიანი შაირია:

„თავდახსნის და ძლევის ხმები ეფინება ზურმუხტ მდელოს,
გაუმარჯოს ბორკილაყრილ თავისუფალ საქართველოს!”– (გ. ქუჩიშვილი).

შაირი ქართული ლექსის ყველაზე ძველი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სახელწოდება არაბულიდან წარმოდგება(შერ) და ქართულად ლექსს ნიშნავს („მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა” – შოთა) შაირი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა.ზოგჯერ მისი მნიშვნელობა ფართო იყო. რუსთაველი ყველა ღირსეულ მელექსეს მოშაირეს უწოდებს („მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი ორი”). შაირში იგულისხმებოდა ყველა იმ ზომის ლექსი, რომელიც კლასიკურ პერიოდში იწერებოდა. იმ დროის ლექსებში ჩვენ უმთავრესად გვხვდება ოცმარცვლიანი, თექვსმეტმარცვლიანი და ათმარცვლიანი შაირი. აღორძინების პერიოდში შაირის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა. ჩვენს ეპოქაში შაირის ასე ფართო მნიშვნელობით გაგება გაუმართლებელია, რადგან, როგორც ოცმარცვლიან ლექსს, ასევე ათმარცვლიანს და ტაეპთა რაოდენობით შექმნილ ლექსს თავიანთი სპეციფიკური სახელები აქვთ.

ქართულ პოეზიაში შაირი ყველაზე უფრო გავრცელებული ზომაა. შაირით არის დაწერილი „ვეფხისტყაოსანი”. რუსთაველის მიერ ამ ზომის გამოყენებამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ქართულ მწერლობაში შაირის გავრცელებას. შაირით მეტყველება ახასიათებს აგრეთვე ქართულ ხალხურ პოეზიას
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9