ტაეპში შესვენება ლექსის კითხვის დროს.
გრძელი ტაეპების კითხვის დროს ჩვენ ზოგიერთ ადგილზე უფრო მეტ ხანს ვჩერდებით. მაგ.
„შაირსიტყვითა [მესტვირემ||ღმერთი მაღალი] ახსენა...
ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ||ოძელაშვილო არსენა” (ხალხური).
„სიტყვითას” შემდეგ შედარებით უფრო მცირე ხანს ვჩერდებით და „მესტვირეს” შემდეგ შედარებით უფრო დიდხანს [||]. ასეთ შეჩერებას მთავარი ცეზურა ეწოდება
სინონიმი: მედიანა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ. მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977