წი წყ
წყო

წყობილი

სამი ტერფისაგან შედგენილი 11 მარცვლიანი ლექსი, რომლიდანაც პირველი ორი ტერფი დიქორული, ანუ პეონურია, ხოლო უკანასკნელი კი – დაქტილური. მაგ:

„ჩემო თავო, ბედი არ გიწერია,
ჩემო ჩანგო, შვებით არ გიჟღერია...
ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,
რადგან, სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია”. - (აკაკი).

„ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა,
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია,
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
თქვა” სამშობლო უპირველეს ყოვლისა!”. – (გ. ტაბიძე).

„და არ ვიცი რა პასუხი მივუგო,
შენზე მითხრეს: „თავის წასვლა დამალა”
წაგიღია წიგნი – „ვიქტორ ჰიუგო”,
წაგიღია „ქილილა და დამანა”. – (ი. გრიშაშვილი)
სინონიმი: თეჯლისი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9