უდიდესი აღფრთოვანების გამომხატველი ხოტბა ლიტერატურის ისტორიაში სხვადასხვა შინაარსის გამომხატველი ხოტბის ნიმუშები გვხვდება. ძველად უფრო გავრცელებული იყო რელიგიური ოდა, ანუ ჰიმნი. უძველესი ჰიმნები
ეპიკური ხასიათისა იყო. საბერძნეთის ძველმა პოეტებმა პინდარმა, ალკეოსმა და განსაკუთრებით ანაკრეონტმა თავიანთ ჰიმნებს ლირიკული ხასიათი მისცეს. ძველი ბერძნული ჰიმნები მუსიკით სრულდებოდა.
ძველ ქართულ ლიტერატურაში განთქმული ჰიმნოგრაფები იყვნენ
მიქაელ მოდრეკილი და
იოანე მინჩხი.
სახელმწიფოს მიერ სახალხო და სხვა ხასიათის დღესასწაულებზე შესასრულებლად მიღებულ ჰიმნს სახელმწიფო ჰიმნი ეწოდება. ასეთია, მაგალითად, „მარსელიეზა” და სხვ.