A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არაქსი

სპარს. ارس
სომხ. Արաքս
ბერძნ. Αράξες
თურქ. Aras Nehri
მდინარე ამიერკავკასიაში, მტკვრის უდიდესი შენაკადი. მიედინება თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1072 კმ, აუზის ფართობი 102 ათ. კმ². სათავე აქვს ბინგოლის ქედზე (თურქეთი). ზემო დინებაში მთის ტიპის მდინარეა. მისი შენაკადებია: მარცხნივ - ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი, მარჯვნივ - გოთური და ყარასუ. საზრდოობს უმეტესად გრუნტისა და თოვლის წყლით. იყენებენ სარწყავად. ყოველწლიურად გამოაქვს 7,6 კმ² წყალი და 16 მლნ. ტ ნატანი.
 
ლიკე აპ. როდოსელის მიხედვით ფასისს ერთვის. აკად. ს. ჯანაშიას იგი მდ. ჭოროხის საცილობელ სახელად მიაჩნია და პოეტის ამ ცნობას მკაფიო გეოგრაფიულ კონტამინაციად თვლის
ლიკე რაკი დაშორდება ხმაურა მდინარე არაქსს, წმინდა ტალღებს ფასისს უერთებს და შემდეგ ეს ორი მდინარე, უკვე გაერთებული, კავკასიის ზღვაში იღვრება
სინონიმი: რახსი
არეზი
წყარო: ვიკიპედია არაქსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9