შეგვიძლია მივიჩნიოთ საერთაშორისო ურთიერთობათა ერთ-ერთ იმ თეორეტიკოსად, რომლის შეხედულებანი ამაგრებენ პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციას. არონიც ფიქრობს, რომ ჰეგემონური საერთაშორისო სისტემები უფრო სტაბილური და “მშვიდია”. არონის აზრით, არსებობს მშვიდობის სამი ტიპი: წონასწორობა, ჰეგემონობა და იმპერია. ყოველ ისტორიულ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესის მონაწილე სახელმწიფოთა ძალები სამიდან ერთ-ერთ მდგომარეობაში იმყოფება. ესენია: 1. წონასწორობა; 2. ერთ-ერთი მონაწილის დომინირება; 3. ერთ-ერთი მონაწილის სრული უპირატესობა. მართალია, უფრო პატარა სახელმწიფოებს არ ძალუძთ სტატუს-კვოს შეცვლა, ჰეგემონი სახელმწიფო ურიგდება მათს არსებობას და არ შთანთქავს მათ, რასაც ვერ იტყვი იმპერიაზე.
წყარო: რონდელი, ალექსანდრე, საერთაშორისო ურთიერთობები / [რედ.: ზურაბ დავითაშვილი]. - [მე-2 გამოც.]. - თბ. : ნეკერი, 2003. - 208გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-58-79-