A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბლო ბლუ

ბლუმი ბენჯამინ (1913-1999)

ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიის, რომელიც განსაზღვრავს აზროვნების დონეებს. მან შემოგვთავაზა კოგნიტური მიზნების იერარქია, რომელიც ხუთი ეტაპისაგან შედგება. ცოდნა (ფაქტობრივი ინფორმაცია); გაგება (გააზრება); გამოყენება (მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების უნარი); ანალიზი (ინფორმაციის კომპონენტებად დაყოფა მოვლენის არსის წვდომის გასაადვილებლად); სინთეზი (მოვლენის მთლიანობაში აღქმა); შეფასება (ღირებულებითი მსჯელობები, შედარებითი შეფასებები). გააქტიურების პროცესში, ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ბლუმის თეორის მიხედვით, ინფორმაციის ცოდნა, გაგება სწავლისთვის აუცილებელი, მაგრამ იგი არასაკმარისი პირობაა. იმისთვის რომ მიღებული ინფორმაცია ბავშვმა განაზოგადოს და შემდგომ გამოყენება შეძლოს, აუცილებელია მისი გაგება და ანალიზი, ხოლო ახალი პროდუქტის შესაქმნელად, ახალი ცოდნის მისაღებად კი საჭიროა სინთეზისა და შეფასების გონებრივი ოპერაციების წარმოება. ცოდნა, გაგება და გამოყენება მიიჩნევა აზროვნების ქვედა, სავალდებულო დონეებად, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა, სასურველ დონეებად.
იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ვიკიპედია ბენჯამინ ბლუმი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9