A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბრა ბრე ბრი ბრმ ბრუ

ბრიუსოვი ვალერი (1873-1924)

რუს. Валерий Яковлевич Брюсов
რუსი პოეტი და კრიტიკოსი, რუსული სიმბოლისტური მოძრაობის დამაარსებელი.

ბრიუსოვი დაიბადა მოსკოვში შეძლებული ვაჭრის ოჯახში და ადრეული ასაკიდანვე მოქცა ედგარ ალან პოს, შარლ ბოდლერისა და იორის-კარლ ჰიუსმანსის გავლენის ქვეშ. ლიტერატურულ კარიერას მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტობიდანვე იწყებს 1890-იან წლებში პოლ ვერლენის, მორის მეტერლინკის, სტეფან მალარმესა და პოს ნაწარმოებების თარგმნით, საკუთარი ლექსების გამოქვეყნებასთან ერთად.

რუსეთში სიმბოლისტური მოძრაობის პოპულარიზაციის მიზნით ბრიუსოვი მრავალი ფსევდონიმით აქვეყნებს საკუთარი ნაშრომებს და მასვე ეკუთვნის ანთოლოგიური კრებულები ძირითადად საკუთარი ლექსებისა სამ ტომად სახელწოდებით „რუსი სიმბოლისტები“ (1894-1895). 1900-იანი წლებიდან ის უკვე გავლენიანი მწერალი და გვიანდელი რუსი სიმბოლისტებისთვის მნიშვნელოვანი ავტორიტეტი ხდება ხელოვნებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. 1904 წელს ბრიულოვი ხდება გავლენიანი ლიტერატურული ჟურნალის „ვესი“ (სასწორი) რედაქტორი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის რეპუტაციას ლიტერატურულ სამყაროში. ის გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა გეორგი ჩულკოვისა და ვიაჩესლავ ივანოვის მცდელობებს სიმბოლისტთა მოძრაობა მისტიური ანარქიზმისკენ გადაეწონათ 1906-1908 წლებში.

ვალერი ბრიულოვს ასევე ეკუთვნის სამი სიმბოლიზმის გავლენის მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობა. მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია „სამხრეთის ჯვრის რესპუბლიკა“, რომელსაც განვითარებული ქალაქი ჰქონდა ანტარქტიკაში. დანარჩენ ორ მოთხრობაში მან კომპიუტერები და გარემოს გლობალური კატასტროფული ცვლილებები იწინასწარმეტყველა.

იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ვიკიპედია ვალერი ბრიუსოვი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9