A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დია დიდ დივ დით დილ დიმ დინ დიო დიპ დირ დის დიფ დიქ

დისკრიმინაცია

ინგლ. Discrimination
ნებისმიერი, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ცალკეული პირების, ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვის, ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა, რომელიც ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაში გამოიხატება. მაგალითად, უსინათლოებისათვის ავტომობილის მართვის უფლების აკრძალვა არ ჩაითვლება. დ-დ, რადგან ასეთ აკრძალვას რაციონალური დასაბუთება აქვს, მაგრამ დისკრიმინაციული იქნება მართვის უფლების ქერათმიანებისათვის, ან ბოშებისათვის აკრძალვა. დ-ის უარყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველია. დ., ფართო გაგებით, ცალკეული პირების, ჯგუფების, ან რომელიმა ერთობისათვის თანაბარი სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური პირობების არარსებობაა. საერთაშორისო ურთიერთობებში დ-ის ცნება ასევე მოიცავს რომელიმე სახელმწიფოსადმი, როგორც სხვა სახელმწიფოსთან შედარებით ნაკლებად სრულყოფილისადმი, დამოკიდებულებას. გაერო უარყოფს რასობრივ, პოლიტიკურ, რელიგიურ, ან სხვა სახის დ-ს (მუხლი 55, 62 და 73) საერთაშორისო ურთიერთობებში. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კი კრძალავს ყველა სახის რასობრივ, ან სხვა სახის დ-ს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულია, რომ კონვენციასთან შეერთებული ქვეყანა ვალდებულია პატივი სცეს მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლებებს ისეთი განსხვავების გარეშე, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებები, ეროვნული, ან სოციალური წარმომავლობა, საკუთრება, მოქალაქეობა, ან სხვა სტატუსი. დ. ისეთი ქმედებაა, როდესაც ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს არ აქვს სხვა ჯგუფისათვის (რომლებიც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, უმრავლესობას შეადგენენ) შექმნილი შესაძლებლობები. დ-ის აქტები შესაძლოა ხორციელდებოდეს ღიად, ან საიდუმლოდ; სპორადულად, ან სისტემატურად. მას შეიძლება ახორციელებდნენ ცალკეული ადამიანები, ან ანონიმური ჯგუფები. დ-ს ორი ძირითადი ფორმა აქვს: „დე იურე” (ანუ სამართლებრივი), რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და „დე ფაქტო”, როდესაც გაბატონებულ ჯგუფს უპირატესობა აქვს უმცირესობასთან შედარებით. „დე იურე” დ-ისაგან განსხვავებით, რომლის აღკვეთა კანონმდებლობის სრულყოფის გზითაა შესაძლებელი, „დე ფაქტო” დ. როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რადგან მკვიდრადაა ფესვგადგმული საზოგადოების, ან მისი ინსტიტუტების ტრადიციებში. ეთნიკური ჯგუფების დ. პოლიტიკური კონფლიქტების და სეცესიების (სახელმწიფოს შემადგენლობიდან გამოსვლა) ძირითადი წყაროა.
წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9