A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დია დიდ დივ დით დილ დიმ დინ დიო დიპ დირ დის დიფ დიქ

დიქტატურა

ლათ. dictatura
ერთი პირის შეუზღუდველი მმართველობა. ძველ რომში დიქტატორებს ექვსი თვის ვადით ირჩევდნენ ქვეყნისათვის განსაკუთრებული საფრთხის ჟამს. ამასთან, ძველი რომის დიქტატორები თავიანთ მოქმედებებში ექვემდებარებოდნენ კანონს და ანგარიშვალდებულებისაგანაც არ იყვნენ თავისუფალნი. უფრო გვიან, ჯერ სულას და შემდეგ კი უკვე იმპერატორების მმართველობის ხანაში, დ-მ მიიღო დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც მას დღეს აქვს: მმართველობის ისეთი წესი, რომელიც არ იზღუდება არც კონსტიტუციით ან სხვა კანონებით და არც რაიმე პოლიტიკური თუ სოციალური ფაქტორებით. დიქტატორული მმართველობა დამახასიათებელი იყო XXს-ის თითქმის ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმისათვის. შესაბამისად, თეორიულ ლიტერატურაში დიქტატორების რანგში შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ მუსოლინი, სტალინი, ფრანკო, ჰიტლერი. თანამედროვე პერიოდშიდ-დ მოიხსენიება სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში ან კადაფის რეჟიმი ლიბიაში და სხვ. დ-ის აუცილებლობის თეორიულ გამართლებას ვპოულობთ მარქსთან. „გოთას პროგრამის კრიტიკაში“(1848) მარქსი პირველად ალაპარაკდა განსაკუთრებული ტიპის, პროლეტარიატის დ-ზე. ეს, მარქსის აზრით, კაპიტალიზმიდან კომუნისტურ საზოგადოებაზე გადასვლის პერიოდი, რომლის დროსაც სახელმწიფო არსებობს პროლეტარიატის დ-ის სახით.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9