A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეთა ეთი ეთნ

ეთნოცენტრიზმი

საკუთარი ეთნიკური ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება. ტერმინი 1906 წელს შემოიტანა უ. სამნერმა. თანამედროვე მეცნიერები მას განმარტავენ, როგორც ადამიანებისთვის დამახასიათებელ თვისებას, აღიქვას და შეაფასოს ცხოვრებისეული მოვლენების საკუთარი კულტურის ტრადიციებისა და ღირებულებების თვალთახედვით. ე-ის ძირითადი მაჩვენებლებია (ბრუერი და კემპბელი, 1976): 1) საკუთარი კულტურის ელემენტების აღქმა როგორც „ბუნებრივისა“ და „სწორის“, ხოლო სხვა კულტურისა - როგორც „არაბუნებრივისა“ და „არასწორისა“; 2) საკუთარი კულტურის ადათ-წესების განხილვა უნივერსალურად; 3) საკუთარი კულტურის ნორმების, როლებისა და ღირებულებების შეფასება უდავო ჭეშმარიტებად; 4) წარმოდგენა, რომ ადამიანისთვის ბუნებრივია თავისი ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება, სიამაყე მისით თანამშრომლობა თავისი ჯგუფის წევრებთან, მათი დახმარება და უნდობლობა (მტრობაც კი) სხვა ჯგუფის წევრების მიმართ. მკვლევრებს შორის ე-ის მიმართ დამოკიდებულებაში ერთსულოვნება არ არის: ზოგი მას ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევს, ზოგიც - პოზიტიურად. თუმცა ე. ხშირად ქმნის დაბრკოლებას ჯგუფთა შორის ურთიერთქმედებაში, იმავდროულად იგი ჯგუფისთვის სასარგებლო ფუნქციებსაც ასრულებს: მხარს უმაგრებს ჯგუფის დადებით იდენტობას და მთლიანობა-სპეციფიკურობას. ამასთან, ე. სხვა ჯგუფებისადმი მტრობას იმთავითვე არ გულისხმობს - იგი შეიძლება ერწყმოდეს მომთმენობასაც ჯგუფთა შორის განსხვავბის მიმართ. ასეთ ე-ს, როცა არაკრიტიკული მიმართება არ განივრცობა საკუთარი ჯგუფის ყველა თვისებასა თუ სასიცოცხლო სფეროზე და ცდილობენ უცხო კულტურის გაგებასა და ობიექტურ შეფასებას, უწოდებენ კეთილგანწყობილ ან მოქნილ ე-ს.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9