A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ენგ ენდ ენე ენთ ენლ ენო ენქ

ენეიდა

ვერგილიუსს მსოფლიო აღიარება მოუტანა დიდმა საგმირო შინაარსის პოემამ „ენეიდამ“. ესაა ნაწარმოები, მიძღვნილი ენეიდასადმი. ენეი იყო ანქისისა და ვენერას შვილი. ანქისი კი ტროას მეფის პრიამეს შვილია. ჰომეროსის „ილიადაში“ ენეი მრავალჯერ გვხვდება, როგორც ტროას ომის ბელადი და ჰექტორის შემდეგ პირველი პირი. იქ იგი სარგებლობს ღმერთების კარგი განწყობით. ვერგილიუსი თავის „ენეიდაში“ ტროას დაცემის შემდეგ მოგვითხრობს რომის სახელმწიფოს დაფუძნების შესახებ. ეს მითოლოგია არ არის მოცემული მთლიანად „ენეიდაში“, რადგან რომის დაფუძნება მომავლისთვისაა განზრახული. ვერგილიუსის მიერ დაწერილი პოემა დამთავრებული ნაწარმოების სახეს არ ატარებს (მისი ზოგიერთი ლექსი არაა დამთავრებული). მთელი რიგი წინააღმდეგობებია პოემის შინაარსშიც. ვერგილიუსს არ სურდა ასეთი სახით გამოექვეყნებინა პოემა და სიკვდილის წინ მისი დაწვა და განადგურება დაიბარა. ავგუსტუსის (კალიგულა გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (12-41) განკარგულებით, რომელიც ამ პოემის ინიციატორი იყო, ის მაინც დაიბეჭდა და გამოიცა ავტორის სიკვდილის შემდეგ. პოემის სიუჟეტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ექვსი სიმღერა მიძღვნილია ენეის მოგზაურობისადმი ტროადან იტალიამდე, მეორე ექვსი სიმღერა კი – ენეის ომებს ადგილობრივ ტომებთან. ვერგილიუსი ბევრ რამეში ჰბაძავდა ჰომეროსს, ისე რომ, ენეიდას პირველი ნახევარი „ოდისეას“ მიხედვითაა დაწერილი, მეორე კი – „ილიადას“ მიხედვით. პირველი სიმღერა, მოკლე შესავლის შემდეგ, გადმოგვცემს იუნონას მიერ ენეას დევნას, ზღვის ღელვას, რის შემდეგაც ის თავის თანამგზავრებთან ერთად, შედის კართაგენში, ჩრდილო აფრიკაში. ვენერა სთხოვს იუპიტერს, რომ დაეხმაროს ენეას იტალიაში დამკვიდრების საქმეში. ის დაჰპირდა დახმარებას კართაგენში. ენეას აიმედებს თვით ვენერა, რომელიც მას გამოეცხადა მონადირე ქალად. მერკური არწმუნებს არათაგენელებს, პატივისცემით მიიღონ ენეა. ენეა გამოეცხადება კართაგენის დედოფალს დიდონას, რომელმაც მოუწყო მათ სადღესასწაულო მიღება დიდი სუფრით. მეორე სიმღერა ეხება ენეას მიერ ტროას დაცემის ამბის თხრობას, როცა ბერძნებმა 10 წლის მანძილზე ვერ აიღეს ტროა და იძულებული შეიქნენ მიემართათ ეშმაკობისათვის. მათ ხის უზარმაზარი ცხენი ააგეს და მასში ჩამალულმა მეომრებმა ქალაქი აიღეს. ტროა დაწვეს ბერძენმა მხედრებმა, რომლებიც ღამით გამოვოდნენ ხის ცხენის მუცლიდან. სიმღერაში აურაცხელი დრამატული ეპიზოდია შეტანილი.

მესამე სიმღერაში მოთხრობილია ტროელი ენეას მოგზაურობაზე. ის ხვდება ფრაკიაში, დელოსზე, კრიტზე, სტროფოდის კუნძულებზე, მაგრამ სხვადასხვა საშიში მოვლენის გამო, მან ვერსად ვერ მოძებნა დასაყრდენი ადგილი, მხოლოდ აქციის კონცხზე, აპოლონის პატივსაცემად მოწყობილ თამაშებზე და მხოლოდ ეპირზე იყო მიღებული დიდი პატივით ანდრომაქეს მიერ.

მეოთხე სიმღერა მიძღვნილია დიდონასა და ენეას ცნობილი რომანისადმი. ენეას გმირობით აღფრთოვანებული დიდონა, ცდილობს იქორწინოს მასთან, ამაში მას ეხმარება იუნონა. ენეას იტალიაში ელოდება დიდებული მომავალი, სადაც მას აგზავნიან თვით ღმერთები და არ შეუძლია დარჩეს დიდონასთან. როცა ფლოტი მიცურავს აფრიკის ნაპირებიდან, დიდონა შევარდება ცეცხლის ალში და ხანჯლით განიგმირავს თავს.

მეხუთე სიმღერაში ენეა მეორედ ჩადის სიცილიაში, სადაც მკვდარი ანსისის პატივსაცემად იმართება თამაშები, მაგრამ იუნონა არ წყვეტს დევნას და ირიდას საშუალებით აიძულებს ტროელ ქალებს დაწვან მისი ფლოტი. ენეას მიერ იუპიტერისადმი ვედრებით ხანძარი ჩაქრა. სიცილიაში, ქალაქ სეგესტრუს დაფუძნების შემდეგ ენეა მიდის იტალიაში.

მეექვსე სიმღერა გვიხატავს იტალიაში ვენერას ჩასვლისა და მის შეხვედრას ნათელმხილველ სიბელასთან, კუმში, აპოლონის ტაძარში და მისგან იღებს რჩევას მიწისქვეშა სამყაროში ჩასვლის თაობაზე. ენეიდას მეორე ნაწილში პოეტი აგვიწერს ენეის ომებს იტალიაში დამკვიდრებისა და მომავალი რომის სახელმწიფოს დაარსების მიზნით.

მეშვიდე სიმღერაში ლაციუმში შესული ენეა ღებულობს ამ ქვეყნის ლათინის? თანხმობას მისი ქალიშვილის ლავინიაზე დაქორწინების შესახებ, მაგრამ იუნონა, ენეას მუდმივი მოწინააღმდეგე აამხედრებს მეორე იტალიურ ტომს – რუტულებს მათი ბელადის – ტურუნის მეთაურობით. ლათინა მიდის ხელისუფლებასთან. იუნონას ხრიკების გამო ხდება ენეებისა და ლაციუმის მცხოვრებთა შორის განხეთქილება.

მერვე სიმღერაში თურნმა კავშირი დადო ბერძენთა მეფე დიომიდესთან, ენეამ კი – ევანდრესთან, არკადიელ ბერძენთან, რომელმაც დაარსა ქალაქი რომი. ევანდრეს შვილმა პალანდამ, ენეასთან ერთად, ითხოვა დახმარება ეტრუსკელებისაგან, რომლებიც აჯანყდნენ თავისი მეფის მუზენციას წინააღმდეგ. ვენერას თხოვნით მისმა მეუღლემ დაამზადა დაფარი და იარაღი.

მეათე სიმღერა – ომის აღწერა, რიტუალები ტურნის ხელმძღვანელობით იჭრებიან ტროანელთა ბანაკში ხომალდების დასაწვავად, მაგრამ იუპიტერი ამ ხომალდებს ზღვის ნიმფებად აქცევს. მეათე სიმღერაში აღდგენილია ახალი დაუნდობელი ბრძოლა უკვე ენეას მონაწილეობით, რომელიც აქამდე ეტრუსკელებთან იმყოფებოდა. ბრძოლის დამთავრებას ვერ ახერხებს იუპიტერიც კი. ტურნი წინააღმდეგობას უწევს ენეას გამოსვლას ნაპირზე და კლავს პალალანტს. ტურნის იცავს მასზე მზრუნველი იუნონა, მაგრამ ენეა კლავს ეზენციას შვილთან ერთად.

მეთორმეტე სიმღერაში – დახოცილ ტროლების დაკრძალვაა აღწერილი. მოცემულია თათბირი და ლათინასა და ტურნას შორის ჩხუბის ისტორია. ტურნი ამარცხებს ლათინას.

მეთერთმეტე სიმღერა, ძირითადად, ეძღვნება ენეასა და ტურნის შერკინებას. იუნონა თავს ანებებს ენეას დევნას, ტურნი კი კვდება ამ უკანასკნელის ხელით. „ენეიდა“ ვერგილიუსს არ დაუმთავრებია და მასში არაა ასახული ის მოვლენები, რომლებიც მოჰყვა ტროელთა და რუტულთა ბრძოლას. ლათინიანთა შერიგება და გაერთიანება ტროელებთან, საიდანაც დაიწყო რომის ისტორია, ენეას დაქორწინება ლავინიაზე და მათი შვილის იულას დაბადებაზე, ძმების – რომულისა და რემის გაჩენაზე, რომელთაგანაც წამოვიდნენ რომის პირველი მეფეები.

„ენეიდას“ შექმნის ისტორიული საფუძველი იყო რომის რესპუბლიკა და შემდეგ კი რომის იმპერიის გრანდიოზული გაფართოება, ზრდა და ჩამოყალიბება, ზრდა, რომელიც მოითხოვდა როგორც ისტორიულ, ისე იდეოლოგიურ დასაბუთებას. მაგრამ მარტო ისტორიული ფაქტები აქ საკმარისი არაა. აქ ყოველთვის დამხმარედ გვევლინება მითოლოგია, რომლის როლიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივ ისტორიას გარდაქმნიან სასწაულები. ასეთ მითოლოგიურ დასაბუთებად მთელი რომის ისტორიისა იყო ის კონცეფცია, რომელიც გამოიყენა ვერგილიუსმა თავის პოემაში, ის არ ყოფილა ამ მითის გამომგონებელი, არამედ იყო მისი ერთგვარი რეფორმატორი და, რაც მთავარია, მისი უნიჭიერესი გამომხატველი.

ენეას იტალიაში მისვლის მოტივი გვხვდება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში ლირიკოს სტესიქორესთან, ასევე ბერძენ ისტორიკოს პელანიკესთან (V ს. ძვ. წ. აღ-ით.), თიმეასა (III ს. ძვ. წ. აღ-ით.) და დიონისე ჰადიკარნასელთან (I ს. ძვ. წ. აღ-ით) და ა. შ.

ვერგილიუსის „ენეიდებში“ განსხვავდება სუფთა, ხაზგასმული რომაული ხასიათები, დეტალურობა. რომაული პოეზია გამოირჩევა მონუმენტური სტილით, რომელიც შეერთებულია დაკონკრეტებულ დეტალიზაციასთან და ნატურალიზმამდეა დაყვანილი, მაგრამ ეს ყველაფერი, პირველიცა და მეორეც საკმაოდ იყო წარმოდგენილი ანტიკურ ლიტერატურაში ვერგილიუსამდე. მონუმენტურობის ნიშნებს ჩვენ ვხვდებით ჰომეროსთან, ესქილესა და სოფოკლესთან, რომაელ ლუკრეციუსთან. მაგრამ რომში, განსაკუთრები ვერგილიუსთან, მხატვრული სტილის ეს სახეები მნიშვნელოვან სიმაღლეზეა აყვანილი. ბუნება ვერგილიუსთან რომის პოეზიის განსაკუთრებულად ამაღლებულ სულისკვეთებას ატარებს. იგი გრანდიოზულობასთან ერთადაა გადმოცემული ძალიან დაწვრილებით, მაგრამ საჭირო დეტალიზაციით.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9