A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვედ ვეზ ვენ ვერ ვეს ვეტ ვეშ

ვერგილიუსი (15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 — გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19)

ლათ. Publius Vergilius Maro
ვერგილიუს პუბლიუს მარონი დაიბადა ჩრდილო იტალიაში, სოფელ ანესში, მანტუს მახლობლად. განათლება მიიღო კრემონის მედიოდანუმისა და რომის ისტორიულ-ფილოსოფიურ სკოლებში. 42 წლის ასაკში დაბრუნდა თავის სოფელში, რადგან ვერ იტანდა ქალაქური ცხოვრების წესებს და უყვარდა უბრალო პროვინციული ცხოვრება. ვერგილიუსს მსოფლიო აღიარება მოუტანა „ბუკოლიკებმა“ („მწყემსური ლექსები“), მერე კი „გეორგიკები“ (მიწათმოქმედური ლექსები“) გამოაქვეყნა, განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის კრებულს „ენეიდა“. ვერგილიუსი გარდაიცვალა 19 წელს (ძვ. წ. აღ-ით), საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ის მასალების შესაგროვებლად წავიდა. ვერგილიუსი იყო უაღრესად მორიდებული, თავმდაბალი ადამიანი. მან დაწერა და შეადგინა ლექსების კრებული ,,ბუკოლიკები“, ანუ „ეკოლოგი“, რომელშიც ლექსები მიუძღვნა პასტორალურ მწყემსურ თემას. „გეორგიკი“, ე. ი. ლექსები მიძღვნილი მიწათმოქმედთადმი ანუ მიწის მუშისადმი მიძღვნილი კრებულის შემდეგ, ვერგილიუსმა ლექსების მთელი ციკლი მიწათმოქმედებს უძღვნა, რაც ზუსტად შესააბამებოდა მის სულიერ განწყობილებასა და ავგუსტის პოლიტიკას, რომლითაც იგი ცდილობდა აღედგინა და განევითარებინა სამოქალაქო ომის შემდეგ დანგრეული სოფლის მეურნეობა.
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9