A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვედ ვეზ ვენ ვერ ვეს ვეტ ვეშ

ვერლენი პოლ მარი (1844-1896)

ფრანგ. Paul Marie Verlaine
ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის წარმომადგენელი.

დაიბადა მეცში, საშუალო განათლება პარიზის ლიცეუმში მიიღო, შემდეგ კი სახელმწიფო სამსახურში იწყებს მუშაობას. ლექსების წერას ადრეული ასაკიდან იწყებს და თავიდანვე პარნასული მოძრაობისა და მისი ლიდერის შარლ ლეკონტ დე ლილის გავლენის ქვეშ ექცევა.

ვერლენის პირველმა გამოქვეყნებულმა ლექსების კრებულმა "Poèmes saturniens" (1867), მიუხედავად იმისა, რომ სენ-ბევის მიერ მკაცრად იქნა გაკრიტიკებულ, მას მაშინვე დაუმკვიდრა ნიჭიერი და ორიგინალური სტილის პოეტის სახელი. მის ადრეულ ნაშრომებში ვერლენის პირადი ცხოვრება ისახება, რაც მატილდა მოტისადმი სიყვარულით იყო გამოწვეული და რომელზეც მან მოგვიანებით იქორწინა. 1872 წელს ის მატილდას მიმართ ინტერესს ჰკარგავს და ცოლსა და ვაჟს ახალ საყვარელზე, პოეტ არტურ რემბოზე სცვლის. ვერლენი ბევრს სვამდა. ერთხელ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მყოფი ეჭვიანობის მიზეზით რემბოს იარაღით დაჭრის. ამ ინციდენტის შედეგად ვერლენი დააპატიმრეს და მონსის ციხეში ჩასვეს. აქ ის რელიგიურ მოქცევას განიცდის, რაც თავის მხრივ კვლავ მის ნამუშევრებში ისახება. ამ პერიოდის პოეტური გამოვლინება იყო კრებული "Romances sans paroles" ("უსიტყვო რომანსები"). ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვერლენი ინგლისში მოგზაურობს, სადაც ის რამდენიმე წელი მასწავლებლობს და მუშაობს მომდევნო პოემათა კრებულზე "Sagesse" ("სიბრძნე"). 1877 წელს ვერლენი საფრანგეთში ბრუნდება და რეთელის სკოლაში ინგლისურის სწავლების პერიოდში თავისი მოსწავლე, ლუსიენ ლეტინუა, შეუყვარდება, რომელიც მისი შემდგომი ლექსების შთაგონება ხდება. ყმაწვილის ტიფით გარდაცვალების გამო ვერლენს მწვავე დეპრესია ეწყება.

ვერლენი ბოლო წლებს ალკოჰოლიზმსა და სიღარიბეში ატარებს. თუმცა ავტორის სიცოცხლეშივე მისი შემოქმედება საყოველთაოდ აღიარებული იყო, როგორც უახლესი სიტყვა პოეზიაში. შესაძლოა ვერლენის ყველაზე ცნობილი პოემა იყოს "შემოდგომის სიმღერა" (Chanson d'automne), მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა მიერ ამ პოემის კოდურ გზავნილებში გამოყენების წყალობით. ვერლენის პოეზია ასევე პოპულარული იყო მუსიკოსებში, როგორიცაა გაბრიელ ფორე, რომელმაც მის რამდენიმე ლექსზე მუსიკა შექმნა, მათ შორის "La bonne chanson" ("ლამაზი სიმღერა"), და კლოდ დებიუსი, რომელმაც საკუთარ მუსიკაში ვერლენის კრებული, "Fêtes galant" ("გალანტური დღესასწაულები") გამოიყენა.

ვერლენი გარდაიცვალა 1896 წელს, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე პარიზში.

იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ვიკიპედია პოლ ვერლენი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9