A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

თა თბ თე თვ თი თრ თუ
თაგ თავ თალ თან თაო თარ თას

თანასწორობა

  1. კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით თანასწორობა არამც და არამც არ ნიშნავს გამთანაბრებლობას, ყველასთვის ერთნაირი მატერიალური და სოციალური პირობების არსებობას. აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ უფლებრივი თანასწორობა, ერთი წესი ყველასთვის – ღარიბი ოჯახიდან გამოსულს ისეთივე უფლება აქვს გამოთქვას თავისი შეხედულებები, შექმნას თანამოაზრეთა გაერთიანება, არჩეულ იქნას წარმომადგენლობითი მმართველობის ორგანოში, როგორც არისტოკრატს ან მილიონერს
    წყარო: თავისუფლება №2, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
  2. გულისხმობს ყველა მოქალაქის ხმათა თანასწორობას. ყოველ მოქალაქეს აქვს თანაბარი ხმა განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილისა
    წყარო: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
  3. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს თანაბარი ღირებულება აქვთ, ან თანაბარი მოპყრობის ღირსნი არიან, თანასწორობის მრავალგვარი გაგება არსებობს
    წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9