ბერძნ. Θρᾴκη, Thrákēბულგ. Тракияთურქ. Trakyaლათ. Thracia ან Threcia ისტორიულ-გეოგრაფიული არეა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ამჟამად ისტორიული თრაკეას რეგიონი მოიცავს სამხრეთ ბულგარეთს (ჩრდ. თრაკეა), ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთს (დასავლეთ თრაკეა), და თურქეთის ევროპულ ნაწილს (აღმ. თრაკეა). თრაკეა სამ ზღვას შუა მდებარეობდა: შავი, ეგეოსის და მარმარისის ზღვები. თურქეთში მას რუმელიასაც უწოდებენ. ძველი თრაკეა (ანუ ტერიტორია სადაც ეთნიკური თრაკიელები ცხოვრობდნენ) ასევე მოიცავდა ჩრდილოეთ ბულგარეთს და აღმოსავლეთ სერბეთსა და მაკედონიის ნაწილებს
სინონიმი: თრაკეა