A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოშ კოჰ

კოლექტიური არაცნობიერი

ინგლ. Collective Unconscious
კოლექტიური არაცნობიერის ცნება კარლ გუსტავ იუნგის სახელს უკავშირდება. კოლექტიური არაცნობიერი ეს არის ინდივიდის არაცნობიერი ნაწილი, რომელიც ევოლუციურად არის ჩამოყალიბებული, თანდაყოლილია და საერთოა ადამიანური სახეობის თითეული წარმომადგენლისთვის. იუნგისათვის კოლექტიური არაცნობიერი უნივერსალური ადამიანური მოგონებებისა და ემოციური ხატების საცავი იყო. სწორედ ამით ხსნიდა იგი ადამიანების მიერ პრიმიტული მითების, ხელოვნების ფორმებისა და სიმბოლოების ინტუიტიურ აღქმა/გაგებას და მიიჩნევდა, რომ კოლექტიური არაცნობიერი იყო ლიტერატურის, რელიგიის, ხელოვნების შემოქმედების წყარო თთოეული ადამიანის ფსიქიკაში.
კოლექტიური არაცნობიერის უკეთ ასახსნელად იუნგმა არქეტიპის ცნებაც შემოიტანა. არქეტიპი არის ამა თუ იმ, კონკრეტული გამოცდილების ან/და ობიექტის პრიმიტიული სიმბოლური წარმოდგენა და რეპრეზენტაცია. თითოეული არქეტიპი მოიცავს მის შესახებ არსებული აზრებისა და განცდის ასოცირებულ, ინსტინქტურ ტენდენციას.
იუნგი თვლიდა, რომ დასავლურმა კულტურამ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სწორხაზოვან მიზეზ-შედეგობრივობასა და სენსორულ ინფორმაციას, რის გამოც ამ კულტურაში მცხოვრები ადამიანები გაუცხოებულები არიან კოლექტიური არაცნობიერის სიბრძნისგან. თუმცა, სიზმრების ანალიზის, რელიგიური მითებისა და სიმბოლოებით შესაძლებელია არქეტიპული მემკვიდრეობის აღდგენა.
თავად არაერთი არქეტიპი გამოყო როგორც ისტორიიდან, ასევე მითოლოგიიდან. მაგალითად: მზის, ღმერთის, დედამიწისა და სხვა უნივერსალური სიმბოლების არქეტიპები. აგრეთვე გამოკვეთა მდედრობით და მამრობითი სქესის არქეტიპები. ანიმა მდედრობითი სქესის არქეტიპია და ყველა ქალში დევს ანიმას რეპრეზენტაცია, ამა თუ იმ ხარისხით, ისევე როგორც ანიმუსი - ანუ მამრობითი არქეტიპია საერთო ყველა მამაკაცისათვის. რაც შეეხება მეს, იუნგი თვლიდა, რომ მის არქეტიპს მანდალა წარმოადგენს. მანდალა, ეს არის ჯადოსნური წრე, რომელიც ერთიანობისა და მთლიანობისკენ სწარფვის სიმბოლური რეპრეზენტაციაა.
წყარო: ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში კოლექტიური არაცნობიერი,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9