A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოშ კოჰ

კოლონა

ფრანგ. colonne
1. შენობაში: მაღალი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ჭერი, თაღი.
2. ძეგლი სვეტის სახით, რომელიც აღმართულია რაიმე ისტორიული ამბის აღსანიშნავად.
3.სამხ. ისეთი მწყობრი, რომელშიც ჯარისკაცები ან ქვეგანაყოფები დგანან ერთმანეთის უკან; კოლონაში მწყობრის სიღრმე მეტია მის სიგრძეზე ან მისი ტოლია.
4. ჯგუფი ადამიანებისა ან მანქანებისა, რომლებიც ერთმანეთის უკან დგანან ან მოძრაობენ. მაგ., დემონსტრანტების კ.; ავტომანქანების კ. მეხუთე კ. - პირთა ჯგუფი, რომელიც ეწევა ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას (ხშირად უცხოეთის დაზვერვის დავალებით) ისეთ ქვეყანაში, სადაც რევოლუციური ან სახალხო-დემოკრატიული რეჟიმია (კონტრრევოლუციური ძალების სახელწოდების მიხედვით; ეს ძალები მოქმედებდნენ რესპუბლიკურ მადრიდში და ეხმარებოდნენ ფრანკისტ მეამბოხეებს, რომლებიც მადრიდს უტევდნენ ოთხი კოლონით).
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9