A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრა კრე კრი კრო

კრილოვი ივანე (1768-1844 წწ.)

ივანე ანდრიას ძე კრილოვი დაიბადა პერმში, 1768 წლის 2 თებერვალს, ღარიბი ოფიცრის ოჯახში. მას არ მიუღია ბრწყინვალე განათლება და აღზრდა, მაგრამ მტკიცე ნებისყოფისა და ცოდნის წყურვილის წყალობით, მაინც არ დარჩენილა გაუნათლებელი და მცირე შესაძლებლობის მიუხედავად, ბევრის გაკეთება მოახერხა. იგი ხანშიშესული დაეუფლა ბერძნულ ენას. ი. კრილოვში ადრე გაიღვიძა ლიტერატურისადმი სიყვარულმა. თხუტმეტი წლის ასაკში იგი უკვე იგავ-არაკებს წერდა. ი. კრილოვი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. ეს მის შემოქმედებაშიც აისახა – ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ შეძლო დაეწერა კომიკური ოპერა – „მარჩიელი ქალი“, რომელიც ძლიერი მამხილებელი პათოსით გამოირჩეოდა. 1785 წელს ი. კრილოვი გადავიდა პეტერბურგში. ამ პერიოდიდან იწყება მისი ფართო სამწერლო მოღვაწეობა. მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი რუსი მწერლები: ლომონოსოვი, სუმაროკოვი, დერჟავინი, ხერასკოვი, ლირიკოსი პეტროვი, ბოგდანოვიჩი, ფონვიზინი, კნიაჟნინი, მაიკოვი და სხვ. ი. კრილოვი არ იყო დაინტერესებული იგავარაკული ჟანრით, იგი დრამატურგიაზე ოცნებობდა და კიდეც დაწერა ტრაგედია „კლეოპატრა“ და ნაწარმოები „ფილომელა“, მაგრამ თვითონვე არ მოეწონა, და მათი გამოქვეყნება არც უცდია. კრილოვმა დაწერა ოდა და მიუძღვნა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსეის ასულს, რომელმაც მშვიდობის ხელშეკრულება დადო შვედეთის სამეფოსთან. ეს ოდა დაიბეჭდა და გამოქვეყნდა. ი. კრილოვი კრიტიკულ სტატიებს პეტერბურგში თავის მიერ დაფუძნებულ ჟურნალებში „Зритель“-სა და „Почта духов“-ში აქვეყნებდა. ამ სტატიებში ის მკაცრად აკრიტიკებდა „მოდისტებს“, მოდურ მაღაზიებს, რომლებიც უცხოელებს ეკუთვნოდათ. მან მწვავედ გააკრიტიკა მაღალი ფენის რუსული საზოგადოების მიერ ფრანგული ენით გატაცებაც. ამ ჟურნალის წყალობით, რუსეთმა გაიცნო კრილოვი, როგორც ნიჭიერი შემოქმედი. მაგრამ მწერალი ამით არ დაკმაყოფილებულა, მას სრულიად სხვა ჟანრში უნდა ეცადა ბედი. და აი, კრილოვმა დაწერა იგავ-არაკი, რომელიც მწერალ დიმიტრიევს ძალიან მოეწონა. ამან კრილოვში განამტკიცა რწმენა საკუთარი ნიჭისადმი. როგორო იყო კრილოვის პირველი იგავები და სად გამოაქვეყნა ისინი – ჩვენთვის უცნობია. მკვლევართა ვარაუდით, მისი პირველი იგავები გამოქვეყნდა კარამზინის ჟურნალ „აგლაიში“, კრილოვის გვარის მოუწერლად 1794-1795 წლებში. კრილოვის იგავები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ „დრამატულ ცნობარში“, რომელიც 1808 წლიდან გამოდიოდა. იქ დაიბეჭდა კრილოვის მრავალი იგავი, მათ შორის: „მოხუცი და სამი ყმაწვილი“, „ლომი, ძაღლი“, „მელა და მგელი“, „მაიმუნები“, „მგელი და კრავი“, „არწივი და ქათმები“, „მელა და ყურძენი“, „გლეხი და სიკვდილი“ და სხვ. ყველა ეს იგავ-არაკი შევიდა კრილოვის ზღაპრების პირველ კრებულში, რომელიც 1809 წელს გამოვიდა. მალე მას, 1811 წელს, მოჰყვა მეორე, ჩასწორებული იგავების კრებული. იმავე წელს გამოიცა კრილოვის იგავების მესამე კრებული, შემდეგი კი 1815 და 1819 წლებში დაიბეჭდა. 1820 წელს წიგნის გამყიდველმა სმირდინმა კრილოვისაგან 40000 მანეთად შეისყიდა მის მიერ დაწერილი ყველა იგავ-არაკი და ათი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა. კრილოვის იგავ-არაკები ძალზე პოპულარული გახდა. მას ზეპირად სწავლობდა რუსეთის არა მარტო განათლებული საზოგადოება, არამედ უბრალო მასაც კი. ხალხმა კრილოვი მსოფლიოს პოეტად, კაცობრიობის პოეტად აღიარა. ღარიბი მოხელის შვილი, კრილოვი, რუსეთის უსაყვარლესი პოეტი გახდა. მისმა ტალანტმა მოძებნა თავისი დამფასებელი რუსეთსა და მის ფარგლებს მიღმა. 1814 წელს იმპერატორმა კრილოვს კოლეჟსკის ასესორის წოდება მიანიჭა. 1830 წელს მას დაუნუშნეს პენსია 6000 მანეთი, ამასათან, იგი მრავალი უმაღლესი ჯილდოს მფლობელიც გახდა. 1836 წლის 13 თებერვალს აღინიშნა ი. კრილოვის დაბადებიდან 50 წლის იუბილე. იმპერატორმა მის პატივსაცემად დიდი სადილი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწეებმა. აქვე, სადილზე მას გადასცეს სტანისლავსკის მეორე ხარისხის ორდენი, ხოლო იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით მოჭრილ იქნა კრილოვის მედალი. ი. ა. კრილოვი გარდაიცვალა 1849 წლის 3 ნოემბერს, დაბადებიდან 77 წლის ასაკში. მეფის (იმპერატორის) განკარგულებით, კრილოვს მის საყვარელ პეტერბურგში აუგეს შესანიშნავი ძეგლი, რომელიც მდიდრულადაა შემკობილი იგავ-არაკების ცნობილი სიუჟეტების მიხედვით. ი. კრილოვის იგავ-არაკების გმირები სხვადასხვა ხასიათის არიან: მათთვის დამახასიათებელია სიკეთე, გენიოსობა, ბოროტება, სიბრიყვე, ალალმართლობა. მისი ზღაპრების ენა მარტივი და გასაგებია. ლექსები აჟღერებულია ყველასათვის მისაწვდომი ენითა და ლექსიკით. მწერალი ისე გადმოგვცემს იგავების შინაარს, რომ მკითხველი არა მხოლოდ იგებს აზრს, არამედ ხედავს ნათელ, ცოცხალ სცენას. დიდმა მწერალმა გოგოლმა კრილოვის იგავ-არაკებს რუსი ხალხის სიბრძნე უწოდა. დიდი რუსი მწერლის, იგავ-არაკების მეუფის, ივანე ანდრიას ძე კრილოვის მრავალი იგავი თარგმნილია ქართულ და მრავალ სხვა ენაზე. ქართული თარგმანები შესრულებულია ჩვენი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის მიერ. მან კრილოვის 150-ზე მეტი იგავ-არაკი თარგმნა.
იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9