A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ლა ლე ლი ლო ლუ
ლეგ ლეი ლელ ლემ ლენ ლეს ლეტ ლექ ლეჩ

ლეილი და მეჯნუნი

პოემა „ლეილი და მეჯნუნში“ ასახულია ლეილისა და მეჯნუნის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. „მეჯნუნი“ ქართულად „გიჟს“ ნიშნავს. მათ, ლეილისა და მეჯნუნს უსაზღვროდ, თავგამეტებით უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ფეოდალურ-მუსულმანური ცხოვრების წესები უფლებას არ აძლევეს თავდავიწყებამდე შეყვარებულებს ეზიარონ ბედნიერებას. ღრმა წუხილით არის გამსჭვალული გმირების ლირიკული, გულმხურვალე სიყვარული. პოეტმა გვიჩვენა უაღრესად მწუხარე ქალური უიღბლობა, იმის გამო, რომ არა აქვს საშუალება, დაძლიოს მუსულმანურ-ფეოდალური ცხოვრების ბრმა, არაადამიანური ზნე-ჩვეულებანი. ლეილი კვდება, შემდეგ კი მის საფლავზე თავს იკლავს მისი უსაზღვრო სიყვარული – მეჯნუნი. ამ პოემამ მთელ აღმოსავლეთში გამოიწვია მიმბაძველობა. აღმოსავლეთის მრავალმა უნიჭიერესმა პოეტმა მიბაძა ნიზამის ამ თემას. თვითონ ნიზამის ღრმად სწამდა პოემის სოციალური მნიშვნელობა. პოემა კარგად გადმოქვცემს პოეტის სოციალურ მრწამსს – მსოფლმხედველობას. მის აშკარა გადასვლას უბრალო პროპაგანდიდან აშკარა ბრძოლაზე მტარვალთა ბოროტების წინააღმდეგ.
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9