კაპიტალისტური საწარმოს მართვის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც გულისხმობს ბაზარზე მიმდინარე პროცესების გულდასმით აღრიცხვას სამეურნეო გადაწყვეტილებათა მისაღებად, წარმოების შეგუებას მომხმარებლის საჭიროებებთან; წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 ს.-ის დასაწყისში; ყველაზე უფრო დიდი გავრცელება პოვა 50-60-იან წლებში გასაღების პრობლემის გამწვავებასთან და საკონკურენციო ბრძოლის ახალი მეთოდების (რეკლამის განვითარების, საქონლის ხარისხისა და მიწოდების გაუმჯობესების...) ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით.
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]