ინგლ. cloister; abbey - კათოლიკური; monastery - მამაკაცების; nunnery - ქალთაბერძნ. monasterion – განმარტოებული ადგილი ბუდიზმსა და ქრისტიანობაში ბერებისა და მონაზვნების თემი, რომელსაც მიღებული აქვს ცხოვრების ერთიანი წესი. ქრისტიანობაში მამაკაცთა და ქალთა მონასტრები, როგორც წესი, ცალ-ცალკე არსებობს. ქრისტიანული მონასტერი პირველად ჩამოყალიბდა IV საუკუნეში ტიბენისში (ეგვიპტე). ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, საქართველოში პირველი მონასტერი დაარსებულა ვახტანგ გორგასლის დროს კლარჯეთში. VII-X საუკუნეებში დიდი სამონასტრო მშენებლობა მიმდინარეობდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით ცნობილია მარტყოფის, ზედაზნის, შიომღვიმის, ალავერდის, იყალთოს, სამთავისის და სხვა მონასტრები.
წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]