A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოტ მოუ მოქ მოხ

მონიტორინგი

  1. ინგლ. Monitoring
    მ. გულისხმობს ინფორმაციის სისტემატურ შეკრებასა და დამუშავებას რომელიმე კონკრეტულ საჭირბოროტო საკითხზე და მიღებული ცოდნის გამოყენებას არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
    ადამიანის უფლებათა მ-ის ობიექტებია:
    ა. რომელიმე კონკრეტული უფლების დაცვა, მაგალითად, სიტყვის, ან გაერთიანების თავისუფლება რომელსამე ქვეყანაში;
    ბ. კომპაქტური სპეციფიკური ჯგუფის უფლებათა დაცვის შემოწმება (პატიმრები, ჯარისკაცები, პაციენტები, ეროვნული უმცირესობები), რომლებიც განსაზღვრულ რეგიონში, დაწესებულებაში, ან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ;
    გ. საქმიანობის ცალკე სახეა სპეციფიკური შემთხვევების შესწავლა, მაგალითად, კიდნეპინგის (ბავშვების მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით), ან მკვლელობების შემთხვევებში, თუ არსებობს ეჭვი, რომ მასში ხელისუფალნი არიან ჩარეულნი, ან როდესაც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული არიან უდანაშაულო ადამიანები. ასეთი გამოკვლევების ჩატარების პრინციპები ცალკე განხილვის საგანია.
    წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ინგლ. monitoring
    ლათ. monitor – ის ვინც ახსენებს, აფრთხილებს, ზედამხედველობს
    რაიმე პროცესზე სისტემატური დაკვირვება, ამ პროცესის არსებულ და სავარაუდო რეზულტატს შორის შესაბამისობის (ან შეუსაბამობის) ფიქსირების მიზნით.
    წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  3. ინგლ. monitoring
    კონკრეტული საკითხის ან ვითარების ირგვლივ ინფორმაციის სისტემური მიღება და დამუშავება, რომელიც შეიძლება გამოყონებული იყოს: გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად ან ხელის შესაწყობად, სახელმწიფოთაშორისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მეშვეობით (მაგალითად, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოს შორის)
    მ შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი. მ ტარდება ერთი კონკრეტული ღონისძიების შესასწავლად (მაგალითად, სახელმწიფოში არჩევნების ჩატარების დროს). მუდმივი მ–ის სახეობაა ევროპის საბჭოს მიერ სისტემური შემოწმება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მსვლელობისა და საპარლამენტო ასამბლეისთვის ინფორმაციის მიწოდება, რასაც, როგორც წესი, ამ ორგანოს რეზოლუცია მოჰყვება.
    წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  4. სპეციფიკური ინდიკატორების (მაჩვენებლების) მიხედვით მონაცემების შეგროვების და გაანალიზების სისტემური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული სიტუაციის/ვითარების შესწავლის და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ჩარევების განხორციელებას.
    წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9