A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მღვ

მღვდელი

ლათ. sacerdos (sacer „წმიდა“ + ინდოევროპული ფესვი–dhe, რომელსაც მიეკუთვნება ფაცერე „კეთება“
იტალ. Sacerdote
სხვადასხვა რელიგიაში აღნიშნავს პიროვნებას, რომლის მოვალეობაა საკულტო და რიტუალური აქტების აღსრულება რელიგიური საკრებულოს რწმუნებულისა და წარმომადგენლის სახით და, ამგვარად, ღმრთაებასა და ადამიანს შორის შუამავლის როლის შესრულება. კათოლიკეები და მართლმადიდებლები ასე უწოდებენ პიროვნებას, რომელმაც მიიღო ხელდასხმის საიდუმლო და აქვს საიდუმლოთა აღსრულებისა და საკულტო მსახურების უფლებამოსილება. სამოწესეო ორდენის წევრ მღვდელმსახურებს რეგულარულნი ეწოდებათ, ხოლო თუკი დიოცეზში არიან გამწესებულნი და ეპისკოპოსის იურისდიქციას ექვემდებარებიან, მაშინ – საერონი (დიოცეზისანი)
წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9